(პირველი არხის გენერალური დირექტორობის კანდიდატის ღია წერილი)
ზნედაცემულობაში პირველი “პირველი არხი”, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დანამატია
სამწუხაროა, მაგრამ ჩემს თვალსაწიერში (უკვე 50-ს გადავაბიჯე) I არხი მუდმივად იყო და არის მართვადი.
და ეს მართვის პულტი, სულ მცირე პერიოდის გარდა, ზვიად გამსახურდიას დროს ვგულისხმობ, მუდმივად ოკუპანტის ხელშია.
უბრალოდ მისმა გეოგრაფიამ მოსკოვიდან, კრემლიდან ამჟამად ბრიუსელსა და ვაშინგტონში გადაინაცვლა.
კომუნისტური პერიოდის იდეოლოგიური ტერორი და მავნებლობა უკვე წარსულია და არააქტუალურიც, ამიტომაც მე პირდაპირ I არხში დღეს არსებული იდეოლოგიური წნეხისა და ოკუპაციის სურათის განხილვაზე გადავალ, რომელიც თავისი სივერაგით, გახრწნილობითა და დამაზიანებლობით მის წინამორბედს მნიშვნელოვნად აღემატება კიდეც.
1. ინტერVIEW სალომე ასათიანთან
როგორც ამ გადაცემის ავტორი თავმომწონედ გვამცნობს, ეს გადაცემა “რადიო თავისუფლების” (ამერიკის დეპარტამენტის) და საქართველოს ერთობლივი პროექტია.
თუმცა ვისი დირექტივითაა იგი შექმნილი, ამის შესახებ, ყველა განმარტების გარეშე, უკვე თვითონ სათაურის ორენობრივობა მეტყველებს.
რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ “ამერიკის ხმის” მონაწილეობით შემდგარი პროექტი შეიძლება თავისუფალი იყოს იდეოლოგიური მიმართულებისგან.
და ეს მართლაც ასეა. ეს გადაცემა ერდგვარად I არხის პოლიტიკურ თუ მსოფლმხედველობრივ არსს წარმოადგენს.
უპირველეს ყოვლისა დავაკვირდეთ გადაცემის შემკვეთის ლოგოს, ანთებულ ჩირაღდანს და ტექსტს – “რადიო თავისუფლება”.
ეს ის ლოგოა, რომელიც ჩვენ სხვა ამერიკული პროექტებიდანაც გვეცნობა, თუნდაც ამავე არხის კიდევ ერთი უბილწესი გადაცემიდან “წითელი ზონა”, ანდა ტელევიზია არტარეადან “გენდერული ამბები”.
ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ და აქ ტერმინ “თავისუფლებაში” არ უნდა ვეძიოთ ცივი ომის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოტივები, ის უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.
და ეს თავისუფლება, სამწუხაროდ, არც მაღალი სულიერების, მანკიერებისგან თავისუფალი ადამიანის განსაზღვრებაა.
არამედ ის, სინამდვილეში, არც მეტი, არც ნაკლები, სიბილწის, გარყვნილების, ნარკომანიის, უმძიმესი ცოდვების თავისუფლად ჩადენის პირობაა.
რაც შეეხება უშუალოდ ამ პროექტ-ინტერVIEW-ს, მისი თვითოეული გადაცემაც სწორედ ამ მავნებლური, უზნეო სულისკვეთებითაა გაჟღენთილი.
შორს რომ არ წავიდეთ, მისი კრებსითი სახის შესაქმნელად, ერთ ტიპურ გადაცემას გავიხსენებ:
ეთერში მთავარ სტუმრად მოწვეულ ლგბტ აქტივისტ ქ-ნ ანა აბაშიძეს გადაცემის წამყვანი ქ-ნი სალომე ასათიანი თვალებში შესციცინებს, თანამებრძოლობას უცხადებს და თან პარალელურად გესლს და ბოღმას არ იშურებს სასულიერო პირებისა და ეკლესიის მოსათხრელად.
ამ გადაცემას საქართველოს ტელესივრცეში თავისი უხამსობით, სიბინძურითა და სითავხედით ანალოგი არ მოეძებნება, ალბათ გარდა “ტაბულას” ეთერში არანაკლებ ბილწი გადაცემისა “საუბრები რელიგიაზე”.
თუმცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად მისი წამყვანის, ლევან სუთიძის გესლსა და უზნეობაში უმაღლესი დონის გაწაფულობისა, მაინც ნაკლებად საშიშია.
ვინაიდან თუ “ტაბულას” ეთერში ძირითადად თვითშემოქმედება, შიდაპარტიულობა და შიდაკუთხურობა გამოსჭვიოდა, ინტერVIEW -დან უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაუნდობელი “პაგონები” მოსჩანს.
ის, რომ ამ გადაცემის შემკვეთი ჩვენი ხელისუფლების ზემდგომია, იმითაც მტკიცდება, რომ ეს იყო ის ერთადერთი გადაცემა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუზე მივიდა, უფრო სწორად დაიბარეს და მთელი გადაცემა უცერემონიოდ უქნევდნენ თითს. ბიძინა ივანიშვილი კი იმას ამტკიცებდა და იმაზე ჩხუბობდა, ბრალს ნუ მდებთ, ბოლომდე თქვენიანი ვარო.
2. მთავარი თემა
(თამარ ჩიქოვანთან ერთად)
ტიპური “ლიბერალკას” სახეა. თუმცა მომიტევოს ქალბატონმა თამარმა და ალბათ ეს ეპითეტი მისთვის საწყენი არ უნდა იყოს, და ვინძლო იქნებ დამსახურებულ კომპლიმენტადაც მოეჩვენოს.
ქალბატონი თამარის სახე ჩემს თვალსაწიერში განსაკუთრებით 17 მაისის მერე გააქტიურდა.
სამწუხაროდ, ის იმ მრავალრიცხოვან ჟურნალისტთაგანი იყო, რომლებიც თავიანთი აქტიურობით ქმნიდნენ ერისა და ბერის დამამუნათებელ, ხოლო მამათმავლების გულის მომგებ გარემოს.
მისი საუკეთესო, საყვარელი რესპონდენტებიც ხომ “რესპუბლიკელები” არიან, იმ პარტიის წევრები, რომელთაც ჩვენი საზოგადოების 99% არ ენდობა.
ეს ის პარტიაა, რომელმაც ჩვენი საზოგადოების ჯინაზე, არჩევნების წინ ბინძური ბატონის დაკვეთით მამათმავლობის სააგიტაციო კლიპი გაუშვა.
თამარ ჩიქოვანიც ამ ბატონების `წარმატებული~ და სანდო სახეა. შესაბამისად, იზრდება მისი გადაცემების დიაპაზონიც I არხზე.
3. რეალური სივრცე
არანაკლებადაა მოწამლული მისი გარემოც.
გადაცემა “რეალური სივრცე” საზოგადოების გენდერიზაციის, არაძალადობის, ქალთა უფლებების, ბავშვთა უფლებებისა და ოჯახის ინსტიტუტის დანგრევისკენ მიმართული სხვადასხვა ლიბერასტული ცრუ იდეებითაა გაჯერებული.
შესაბამისი სულის მატარებლები არიან მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და გადაცემის უმეტესი სტუმრებიც. და ეს სტუმრები გამოირჩევიან ცინიზმით, აგრესიითა და ზნედაცემული იდეების ქადაგებით.
ეს ის გადაცემაა, რომელშიც, საქართველოში პირველად, გადაცემის თანაწამყვანი სტუმრად მოწვეულ მართლმადიდებელ სასულიერო პირს, მის დასამცირებლად და ლიბერალ-ბატონების გასახარად “მამაოს” მაგივრად “ბატონოთი” მიმართავდა.
ქალბატონი ნინო ზაუტაშვილი, რომელიც ჩემი კონკურენტია ხელმძღვანელის თანამდებობის მოსაპოვებლად, ითხოვს რა ხალხისგან მხარდაჭერას, მის მთავარ ღირსებად მიიჩნევს, რომ იგი არც ერთი პარტიის წევრი არ არის. და ამაში ის არ ტყუის, თუმცა საზოგადოებას იმას უმალავს, რომ ამ არხის მთავარი სახეები გვახარია, ასათიანი, ჩიქოვანი და თავად ნინო ზაუტაშვილი არა რომელიმე ქართული პარტიის, არამედ უშუალოდ ოკუპანტის – აშშ-ის დეპარტამენტის ბილწი იდეოლოგიური პარტიის ერთგული წარმომადგენლები არიან.
4. წითელი ზონა
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაცემა თავისი დაცემულობით, მავნებლობით, სიბილწით, სიბოროტით, კაცთმოძულეობით არა მარტო ამ არხზე, არამედ უკვე წლებია, ქართული მასმედიის მთელ სივრცეში უკონკურენტო ლიდერია.
ეს გადაცემა უკვე წლებია, თესავს მამათმავლობის, ძალადობის, უღმერთობისა და სიბინძურის სულს.
მისი წამყვანი გიორგი გვახარია, შეიძლება ითქვას, ამ პედერასტული ვაკხანალიის ერთგვარი გურუ და მებაირახტეა.
ამ გადაცემის არსობრივი პორტრეტის შესაქმნელად მის ორ გადაცემას გავიხსენებ:
1. (სალომე ასათიანის გადაცემის მსგავსად) ეთერში სხედან გიორგი გვახარია და გიორგი მაისურაძე (მამათმავლების ცნობილი ლობი) და გესლით, ბოღმითა და ცინიზმით შეურაცხყოფენ და ჩირქს სცხებენ ეკლესიას, ხოლო მამათმავლობის სიბინძურეს ამართლებენ და პროპაგანდას უწევენ.
2. 17 მაისის წლისთავზე პირველმა არხმა და გიორგი გვახარიამ პირველად ქართულ ტელესივრცეში გაუშვა დაუფარავი, ამაზრზენი, მამათმავლობის გამავრცელებელი დოკუმენტური ფილმი.
ეს გადაცემა იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ მას საზოგადოებაში დიდი პროტესტიც მოჰყვა. მეორე დღესვე გაიმართა მამხილებელი აქცია ტრანსპარანტებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, არანაირი შედეგი არ გამოუღია.
და არც არის გასაკვირი, რადგან რა შედეგს უნდა ველოდოთ იმ დეპუტატებს დამონებული ტელევიზიისგან, რომელნიც უცხოელი ბატონის დირექტივების შიშით მზად არიან, პირში წყალი ჩაიგუბონ და საკუთარი შვილების, ოჯახების გარყვნას და წაბილწვას დააფარონ ხელი.
“წითელი ზონა” I არხის ავტოპორტრეტია.
I არხი მართლაც რომ გადადის წითელ ხაზებს და ჩვენი ოჯახებისა და შვილების გარყვნას ეწევა.
ამ ბინძური იდეოლოგიური გადაცემების შემდეგ ცოტა ადვილ გადაცემებსაც შევეხები.
დღესდღეისობით შედარებით გასართობ და თავისუფალ თემებში ტელევიზიის ჯანსაღი ნაწილი მაინც ახერხებს, გამონაკლისის სახით, ნორმალური გადაცემების გაკეთებას.
თუმცა მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით, რადგან დამკვეთის “თავისუფალი” ხელი, აქაც მრავალ ადგილას “შხამიანი ყვავილებითაა” მოფენილი.
თუნდაც გავიხსენოთ ერთი შეხედვით უწყინარი და სასარგებლო გადაცემა “წიგნების თარო”.
ეს გადაცემა წესით ორიენტირებული უნდა იყოს ახალგაზრდების განათლებასა და სულიერ ზრდაზე.
თუმცა ვნახოთ, რა არის ამ გადაცემის იდეოლოგია, მსოფლმხედველობა.
მისი წამყვანის, ბატონი სანდრო ლორთქიფანიძისთვის, მისივე თქმით, ყველაზე საუკეთესო და საყვარელი წიგნი “ჰარი პოტერია” და, შესაბამისად, უმეტესი კითხვებიც სწორედ ამ წიგნიდანაა გაჟღერებული. ანუ სასკოლო ასაკის ახალგაზრდას, რომელსაც სურს ამ გადაცემაში წარმატება, ამ ჯადოქრული, დემონური წიგნის დეტალური ცოდნა მოეთხოვება.
ეს ის გადაცემაა, რომელშიც სასულიერო პირად “მეუფე” რუსუდანი იყო მიწვეული მთავარ სტუმრად.
თუმცა რაა გასაკვირი, როდესაც I არხის ფაქტობრივი მეპატრონე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაც სწორედ “მეუფე” რუსუდანია ის მახლობელი “სასულიერო პირი”, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის მეუღლე აჯილდოებს.
დაბოლოს, გადაცემის დასასრულს, ტიტრებზე დადებული მუსიკა ყოველთვის აღნიშნავს გადაცემის არსს. აქედან კი როკის სტილში დემონური ხავილი მოისმის: “შენ მე ნუ მასწავლი ჭკუას, შენ მე ნუ მასწავლი ჭკუას…”
ბოლოს ორი სიტყვით ვახსენებ ზოგადად ტელებადესაც, სადაც უკვე უშუალოდ დიადი საბჭოეთის მსგავსად, დიადი აშშ-ია განდიდებული.
მაგალითად:
სერიალი “ამერიკელები”, ყოველკვირეული გადაცემა “ვაშინგტონი დღეს”, ან თუნდაც გადაცემა “ვექტორი” (საიდანაც ბუკვალურად მოისმის NATO-ს ტყვიების კაკანი. იმ დასავლური ვექტორისა, რომელიც მართმადიდებულ სერბებს, “გილოცავთ აღდგომას” წარწერიანი ჭურვებით ბომბავდა).
რეზიუმე
ზემოთ განხილულ I არხის სარედაქციო პოლიტიკას ლაკონურად ასე დავახასიათებდი:
I არხი არის მამათმავლობის, სიბილწის, უღმერთობის, ანტიეროვნულობის ხელშემწყობი და ოჯახის, სიწმინდის, ქართველობისა და უფლის მტერი.
რაც შემეხება მე და ჩემი გამარჯვების შანსს, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. თუმცა კონკურსში მონაწილეობის ჩემი მოტივი უპირველესად იყო ის, რომ მომცემოდა საშუალება, საჯაროდ მემხილებინა საზოგადოებრივი ტელევიზიის ანტისაზოგადოებრივი სული.
ხოლო გამარჯვების იმედი როგორ უნდა მქონდეს, როდესაც ტელევიზიის შვიდკაციანი ბორდი დაკომპლექტებულია იმ პარლამენტის მიერ, რომელმაც ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით უყარა კენჭი მამათმავლობის სიბილწის დამკანონებელ ანტიდისკრიმინაციულ კანონს.
და რომელ ბორდშიც არიან ისეთი წევრები, რომლებიც თავს იწონებენ “სოროსის ფონდით” და ლექციებით “სიძულვილის ენაზე”. იმ “სიძულვილის ენაზე”, რომელშიც ევროსაბჭომ თვით ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაადანაშაულა:
“სიძულვილის ენა გამოიხატა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ საჯარო ღონისძიებათა წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე – მაგალითად, 2013 წლის მაისში (იხ: თავი I.3). საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ლგბტ ღონისძიებებს “ქართველი ერის შეურაცხყოფა”, ჰომოსექსუალიზმს კი “დაავადება” უწოდა.” (“ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ – მოხსენება საქართველოს შესახებ”, გვ. 21)
პირველი არხის გენერალური
დირექტორობის კანდიდატი
გურამ ფალავანდიშვილი
P.S.
მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ტრამპის არჩევის მერე, მთელს მსოფლიოში გაჩნდა შეგრძნება, რომ ლიბერალიზმის იდეოლოგია დამარცხდა და ბოლო დღეებს ითვლის, მე მაინც მიმაჩნია, რომ ახალი უკეთესი დირექტივების მოლოდინი არასწორია და ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, თუ ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა მუდმივ რეჟიმში, ყოველწუთიერად აუცილებელი და გადაუდებელია…