მარიხუანას მოყვარულები უფრო ადრე ბერდებიან

მარიხუანას მოყვარულები უფრო ადრე ბერდებიან

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აწარმოეს დაკვირვება თუ როგორ ეცვლებათ ბიოლოგიური ასაკი მარიხუანას და სიგარეტის მოწევის მოყვარულებს და არამწეველებს. კვლევები 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მარიხუანა აჩქარებს დაბერების პროცესს: მაგალითად, მარიხუანას მომხმარებლის, რომელიც პასპორტით 30 წლის იყო, ბიოლოგიური ასაკი 33 წლისას უდრიდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევებისთვის შეირჩნენ ის მოხალისეები, რომელთაც არ გააჩნდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არ სვამდნენ ალკოჰოლს ჭარბი ოდენობით და არ მოიხმარდნენ სხვა ნარკოტიკებს (ჰეროინი, ამფეტამინები და ა.შ.).

კვლევებმა ცხადყო, რომ მარიხუანას მომხმარებელთა დაბერების ტემპი იზრდება ექსპონენტით –  რაც უფრო ხანგრძლივია მოხმარების პროცესი, მით უფრო სწრაფია დაბერების ტემპი.

როგორც ცნობილია, მარიხუანა აზიანებს ნერვულ სისტემას, ტვინს, ფილტვებს, პრობლემას უქმნის რეპროდუქციულ სისტემას, ზრდის სიმსივნის გარკვეული ფორმების წარმოქმნის ალბათობას – მეცნიერების აზრით, ეს ყველაფერი შედეგია დაბერების იმ სისტემური ეფექტისა, რომელსაც მარიხუანა ორგანიზმზე ახდენს.

წყარო: bmjopen.bmj.com