საბერძნეთში პაპმა ხალხში გამოსვლა ვერ გაბედა და პოლიციის თანხლებით გადაადგილდებოდა – პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი

საბერძნეთში პაპმა ხალხში გამოსვლა ვერ გაბედა და პოლიციის თანხლებით გადაადგილდებოდა – პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი

image-1470313764

ამა წლის ივლისში საქართველოს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დელეგაცია ეწვია პროტოპრესვიტერ თეოდორე ზისისის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ქართველ სასულერო და საერო პირებთან. საბერძნეთის ეკლესიის თეოლოგებმა განიხილეს  კრეტაზე გამართული კრების დადგენილებები. ასევე შეეხნენ სხვა საეკლესიო საკითხებს, მათ შორის პაპიზმის ერესს.  მსმენელბს აინტერესბდათ თუ რა დამოკიდებულება აქვს უბრალო ბერძენ ხალხს კათოლიციზმის მიმართ. ქ. თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ღმრთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა პროტოპრესვიტერმა თეოდორე ზიზისმა ამ  საკითხის კომენტირებისას გაიხსენა პაპის ვიზიტი საბერძნეთში:

“ახლა იმის შესახებ, რომ გაინტერესებდათ არსებობენ თუ არა საბერძნეთში მორწმუნეები. ბერძნები არიან ძლიერად ანტიპაპისტები, როდესაც ჩვენმა მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს მიეღოთ რომის პაპი, მთელი ჩვენი ერი ფეხზე დადგა – ათონის მთა, მონასტრები, ათონის მთის გარეთ. ჩავატარეთ ღამისთევის ლოცვები, გამოვედით გზებზე და ყველა იმ ქვეყნისგან განსხვავებით, რომლსაც ეწვია პაპი საბერძნეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც პაპმა ვერ გაბედა  ხალხში გამოსვლა და ყოველთვის  პოლიციის თანხლებით გადაადგილდებოდა…”