მამათმავლობის ქომაგი პაპი საქართველოში ვიზიტისთვის ემზადება

მამათმავლობის ქომაგი პაპი საქართველოში ვიზიტისთვის ემზადება

როგორც ცნობილია, შემოდგომაზე დაგეგმილია რომის პაპის ვიზიტი საქართველოში.

მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პაპისტების მრავალ ცდომილებას ბოლოს ისიც დაემატა, რომ ლათინო-პაპისტური საკრებულო აქტიურად ცდილობს სოდომისა და გომორის რეაბილიტაციას.

კერძოდ, 2 დღის წინ Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში პაპი ფრანცისკე აცხადებს:

“ქრისტიანებმა და კათოლიკურმა ეკლესიამ (ლათინები თავიანთ ერეტიკულ საკრებულოს ეკლესიად მიიჩნევენ – რედ.) ბოდიში უნდა მოუხადონ ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, განუცხადა პაპმა ჟურნალისტებს, კვირას 26 ივნის, სომხეთიდან  რომში დაბრუნების შემდეგ.

სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, წარსულში მიყენებული შეურაცყოფისათვის აუცილებელად ბოდიში უნდა მოუხადოთ, განაცხადა ვატიკანის მეთაურმა. მისი თქმით, ჰომოსექსუალებმა კვლავ  არ უნდა განიცადონ დისკრიმინაცია.

ქრისტიანებმა მათ არა უბრალოდ ბოდიში უნდა მოუხადონ, არამედ შენდობა უნდა სთხოვონ გეი-საზოგადოების წარმომადგენლებს  შეურაცხმყოფელი დამოკიდებულიბისათვის”.

საქართველო ყოველთვის ტრადიციული ქვეყანა იყო, სადაც ქრისტიანული, ზოგადსაკაცობრიო მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები ქართული საზოგადოებრივი ფორმაციის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი გახლდათ.

აღარავისთვის უნდა იყოს გასაკვირი თუ რატომ ეწინააღმდეგება საზოგადოების უმრავლეობა ერეტიკოსი პაპის ვიზიტს საქართველოში, რომელიც თავის მრავალ ცდომილებასთან ერთად უკვე სოდომ-გომორის რეაბილიტაციასაც ცდილობს.

ძმანო და დანო,
ყოველი დილა-საღამოს ლოცვის შემდეგ, ვთხოვოთ ღმერთს,
რომ რომის პაპი საქართველოში არ ჩამოვიდეს.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial