მსოფლიო კრებების, “ავაზაკთა” კრებებისა და საერთომართლმადიდებლური კრების შესახებ

მსოფლიო კრებების, “ავაზაკთა” კრებებისა და საერთომართლმადიდებლური კრების შესახებ

“მწვალებლები არასოდეს მოვლენ ეკლესიაში, თუკი ჩვენ თვითონ დავარწმუნებთ, რომ მათაც აქვთ ეკლესია და საიდუმლოები”.
წმ. კვიპრიანე კართაგენელი

ეკლესია იწვევდა მსოფლიო კრებებს, როდესაც მისი წევრების სარწმუნოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგებოდა. კრების მიზანი იყო აქტუალური დოგმატური და კანონიკური საკითხების განხილვა, მართლმადიდებლური სწავლების დამტკიცება და ეკლესიაში მშვიდობის დამყარება. კრების ავტორიტეტი არ იყო დამოკიდებული მასში მონაწილე მამების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, ეთანხმებოდა თუ არა მისი დადგენილებები ეკლესიის სწავლებას. ეს შეფასება ხდებოდა გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეკლესიის მთელი სისავსე გამოხატავდა თავის პოზიციას.

ცნობილი ბერძენი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი ფილოთეოს ზერვაკოსი († 1980), მსოფლიო კრების სამზადისის შესახებ წერილში წერდა: „კრება, რომელიც არ გაჰყვება მართლმადიდებელი ეკლესიის წესებს, ზნეობას, კანონებსა და ტრადიციას, არამედ, პირიქით, შეეცდება მათ შეცვლას, ვერასოდეს შეძლებს ავტორიტეტის მოპოვებას, ვერც კანონიერ ან მსოფლიო კრებად იწოდება. „ჭეშმარიტი და კანონიერი მსოფლიო კრება ეკლესიის ძველი დადგენილებებიდან არცერთს არ თრგუნავს, არ ასწავლის მათ საპირისპიროდ, არაფერს ადგენს საყოველთაოდ მიღებულის საწინააღმდეგოდ და არ იწყნარებს არანაირ სიცრუეს“ (წმ. მარკოზ ეფესელი)“.

ეკლესიის ისტორიაში ცნობილია ისეთი კრებები, რომლებიც დამსწრეთა რაოდენობით აღემატებოდნენ წმიდა მსოფლიო კრებებს, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კრებებზე ძალადობის, მოსყიდვის ან სხვა რაიმე ამქვეყნიური ძალისხმევის შედეგად გამოტანილ იქნა ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო დადგენილებები, ისინი გარკვეული დროის შემდეგ ეკლესიამ უარყო.

ასეთ კრებებს ზოგადად „ავაზაკთა“ კრებებად მოიხსენიებენ, თუმცა პირველად ეს სახელი ეწოდა ეფესოს 449 წლის კრებას, რომელზეც მონოფიზიტობის მხარდამჭერი დადგენილებები მიიღეს და მართლმადიდებლობის დამცველი წმ. პატრიარქი ფლაბიანე სასიკვდილოდ ჰგვემეს, ის სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა…

ვლადიმერ წამალაშვილი

სრულად: martlmadidebloba.ge