სოდომიის ცოდვაზე საუბრისას წმ. იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანულ ეთიკასა და სოდომიის სიბილწისადმი წარმართობის პოზიციას შორის, რომლის სულიერ შთამომავლებადაც სწორედ რომ მამათმავლობის ცოდვის შემწყნარებელი, მხარდამჭერი და დამკანონებელი თანამედროვე ნეოწარმართული ლიბერალური ძალები გვევლინებიან:
“სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი”.
წმიდა მამის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან “უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ”.
zneoba.ge-ს რედაქცია