ათონის წმ. მთის ექვსი მონასტრის განცხადება

ათონის წმ. მთის ექვსი მონასტრის განცხადება

ათონის ექვსმა მონასტერმა გააკრიტიკა დოკუმენტი “ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”

ათონის ექვსმა მონასტერმა (კუტლუმუში, ქსიროპოტამი, ზოგრაფი, კარაკალი, ფილოთეი და გრიგორიატი) გააკრიტიკა დოკუმენტი, რომელიც მიღებული იქნა შაბმეზში,   ადგილობრივი ეკლესიის წარომადგენელთა კრებაზე (21-28 იანვარი 2016 წელს).

მთაწმინდელებმა, წერილობით გამოთქვეს თავიანთი მღელვარება და წუხილი, ყოველთა მართლმადიდებლთა კრების შესახებ, წმინდა მთის კინოტის მიმართ.  საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, გადაწყეტილი იქმნა რომ ყოველთა მართლმადიდებლთა კრების დოკუმენტი განეხილათ, მათაწმინდის მონასტრების იღუმენების შეხვედრაზე, აღდგომის შემდეგ.

ათონის მონასტრების გამოქვეყნებულ ყველა ეპისტოლეში, კრიტიკას დაექვემდებარა დოკუმენტი “ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”.

გრიგორიატის მონასტრის ეპისტოლეში ხაზგასმულია, რომ მთავარი პრობლემა ამ დუკუმენტისა არის გაურკვეველი გამოყენება ტერმინისა “ეკლესია”.  გრიგორიატის საძმოს აზრით, მართლამიდებლური ეკლესია ჭეშმარიტების სრულ სისავსეს ფლობს. საჭიროა რომ ტექსტში შეტანილ იქნას ცვლილება, რათა იმ ადამიანებს, რომლებიც არ იმყოფებეიან ეკლესიის წიაღში არ დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ არ არის აუცილებლობა ეძებონ გზები დაბრუნებისა ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის – მართლმადიდებლურ ეკლესიის წიაღში.

ფილოთეის მონასტრის ბერები თავიანთ ეპისტოლეში, ორიენტირებულები იყვნენ დოკუმენტის “ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ კრიტიკაზე. მათ გამოთქვეს იმედი, რომ კრებაზე თავიდან აცილებული იქნება არამართლმადიდებელთა ნებისმიერი ფორმით ეკლესიად აღიარება.

კარაკალის მონასტრის ეპიტოლეში ვკითხულობთ: “როგორც გამომდინარეობს, კრების წინამოსამზადებელ  შეხვედრებზე დამტკიცებლი დოკუმენტების შესწავლიდან, ბევრი ფორმულირება, რომელიც ეხება მნიშვნელოვან ეკლესიოლოგიურ პრობლემას, გამოიყურება სახიფათოდ და ორაზროვნად და მართლმადიდებლური დოგმატებისგან განსხვავებული განმარტების შესაძლებლობებს იძლევიან”.

წყარო: romfea.gr

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial