ერთსქესიანი “ქორწინება” – ტრაგედია ბავშვებისთვის

ერთსქესიანი “ქორწინება” – ტრაგედია ბავშვებისთვის

ასე ზრუნავენ ამერიკელი პედიატრები თავიანთ მომავალზე.
საქართველოში ვინ იცავს ბავშვების უფლებებს?!

200x229MichelleCretella1 “ამერიკელი ბავშვებისთვის ეს ტრაგიკული დღეა. უმაღლესმა სასამართლომ გაანადგურა* კაცობრიობის ისტორიის ერთადერთი უდიდესი ინსტიუტი, სადაც ბავშვები იღებდნენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ – ტრადიციული ოჯახი.

ფაქტიურად უმაღლესმა სასამართლომ ზრდასრული ადამიანების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა ბავშვების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაღლა დააყენა.

ჩატარებული მრავალი კვლევის მიხედვით, ერთსქესიანი “ქორწინება” შეგნებულად ართმევს ბავშვს დედას ან მამას და დამღუპველად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ვითომდა არსებულ “სამეცნიერო კონსესუსს”, რომლის თანახმადაც “ერთი სქესის მშობლების” მიერ აღზრდილი ბავშვის კეთილდღეობას საფრთხე არ ემუქრება, არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. ყველა სერიოზული კვლევა, რომელიც ბავშვისთვის ორი ერთი სქესის “მშობლის” ყოლის “უვნებლობას” აბათილებს ყოველთვის იგნორირებულია იმ პოლიტიკოსებისა და მეცნიერების მიერ, რომლებიც სოდომურ კავშირებს უჭერენ მხარს. ამას გარდა პედიატრების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გეი ოჯახების შექმნის თაობაზე გამოკითხულების მცირერიცხვოვან, ტენდენციურ არჩევანზეა დაფუძნებული და არ გამოხატავს მთელი ქვეყნის მოსახლეობის აზრს. ამ ფაქტის იგნორირებას უკეთებს სასამართლო და მასზე საჯაროდ არ საუბრობენ.”

ა.შ.შ-ს “პედიატრების ამერიკული კოლეჯის” პრეზიდენტი,
დოქტორი მიშელ კრეტელა

cnsnews.com

– – –
* საუბარია აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ერთსქესიანი “ქორწინება” აშშ-ს ყველა შტატში დაკანონდა.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial