დღეს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ სასულიერო და საერო პირების საპროტესტო, ლოცვითი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სახალხო დამცველი თავისი გამოსვლებით ანტისახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელია და რელიგიური შუღლის გამღვივებას უწყობს ხელს.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები – “სახალხო დამცველი ზნეობის წინააღმდეგ”, “სახალხო დამცველი ქართველი ხალხის წინააღმდეგ”.
“საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის, მორწმუნე ერის წარმომადგენლები დიდ აღშფოთებას გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში „მთავარ დამცველად“ უკვე მერამდენედ ინიშნება მართლმადიდებლობის მოძულე, ჩვენი ტრადიციების დამამცირებელი, გარყვნილების დამცველი, რელიგიური შუღლის გამღვივებელი, ანტისახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელი პირი…
…ამ უგვან ადამიანს სიტყვა არ დაცდენია იმ დროს, როდესაც ღიად, საჯაროდ ლანძღავენ და ცილს სწამებენ ჩვენს ეკლესიას, ჩვენს უწმინდესს, მორწმუნე ერს, შეურაცხყოფენ ჩვენს წმინდათა-წმინდას. ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო მაშინ, როდესაც ბათუმში თურქეთის წარმომადგენელი უპატიოდ მოეპყრო მართლმადიდებლურ ტაძარს, დაანგრია გალავანი, რომელიც ეკლესიის გალავანსაც წარმოადგენდა, ხოლო ეს ე.წ. დამცველი დუმს და სიტყვას არა ძრავს, გულისტკივილს ვინ ჩივის, თუნდაც თავისი მოვალეობის შესრულებით მიზნით არ გმობს ასეთ საქციელს. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და დიდ მტრობასა და ზიზღს წარმოადგენს. წარმოგიდგენიათ, ვინმე ქართველს თუნდაც ერთი კენჭი რომ გამოეგდო მეჩეთის კედლიდან, რა გნიასს ატეხდა ეს სულგაყიდული პერსონა, როგორ შესძრავდა მთელ ქვეყანას, გალანძღავდა „არატოლერანტ“ ქართველობას და ცილს დასწამებდა რელიგიურ შეუწყნარებლობაში?
ეს სულდაბნელებული „დამცველი“ თავის ანგარიშში ამბობს, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, რადგან მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში და ხდება მათი დალოცვაო, და აყენებს წინადადებას, რომ აიკრძალოს მოსწავლეების ექსკურსიები ტაძრებში. ამ მენტალური მუტანტის აზრით დალოცვა დისკრიმინაციაა, ხოლო ეკლესიის ლანღვა, ცილისწამება, საპატრიარქოსთან აქციების გამართვა და ე.წ. „დეზინფექციის“ ჩატარება, – ემანდ უწმინდურობისაგან გაიწმინდოს ქვეყანაო, – დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლებაა. ნახეთ, როგორ ზრუნავს იგი საქართველოში მომავალი კონჩიტებისათვის, როდესაც ტრანსგენდერებისათვის სქესის შეცვლის პროცედურების გამარტივებას ითხოვს და წუხს, რომ ტრანსგენდერები ამასთან დაკავშირებით პრობლემებს აწყდებიანო. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა და შიმშილით უკვდება შვილები. ეს მედროვე კი 105 ათასიანი ჯიპით დასეირნობს სწორედ ამ უმრავლესობის ჯიბიდან ამოღებული ფულით.
მივმართავთ ხელისუფლებას: მოაშორეთ ეს ქართველთმოძულე, უცხო ქვეყნიდან მართული ვაი დამცველი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც იმ ღალატისა და ზიზღის თანამონაწილე და თანაზიარი ხდებით, რომელსაც ეს მარიონეტი „დამცველი“ მოიმოქმედებს. შესაბამისად, ქართველთა სამართლიანი გულისწყრომა თქვენსკენაც იქნება მომართული” – აღნიშნულია საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებაში.
zneoba.ge