სიკვდილი – მცირე ხნით განშორებაა

სიკვდილი – მცირე ხნით განშორებაა

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ადამიანი არ კვდება. სიკვდილი – ეს მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლაა. ეს მხოლოდ მცირე ხნით განშორებაა.

მაგალითად, როდესაც ადამიანი ერთი წლით მიდის საზღვარგარეთ, მისი ახლობლები ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ, რომ მას ერთი წლის განმავლობაში ვერ ნახავენ, ხოლო, თუ ათი წლით მიდის, მაშინ ამ ათწლიანი განშორების გამო სწუხან.

სწორედ ამგვარადვე უნდა უცქერდნენ ადამიანები საყვარელ ადამიანებთან იმ განშორებას რომელიც სიკვდილს მოაქვს.

მაგალითად, თუ ხანშიშესულ ადამიანს ახლობელი უკვდება, მან უნდა თქვას: „ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ ჩვენ კვალვ შევხვდებით“.

რა თქმა უნდა, ადამიანი ახლობლის დაკარგვისას ტკივილს განიცდის, მაგრამ სიკვდილთან სულიერი მიდგომა მაინც უნდა შევძლოთ. გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული? “…არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხუანი, რომელთა არა აქუთ სასოებაა” (1 თეს. 4,13). მაგალითად, რამდენად ხშირად ვინახულებდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო? თვეში ერთხელ? უნდა ვფიქრობდე, რომ იქ, მარადიულ ცხოვრებაში გამუდმებით მასთან ვიქნები.

ჩვენი მშფოთვარება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან წავიდა, ცუდად – არაქრისტიანულად ცხოვრობდა. მაგალითად, თუ ის სასტიკი ადამიანი იყო, ბევრი ლოცვა გვმართებს, თუკი ნამდვილად გვიყვარს და გვსურს, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შევხვდეთ.

ღირსი მამა პაისი მთაწმინდელი