დიდი სჯულის კანონით მართლმადიდებელი ქრისტიანები არ აკეთებენ მეტანიებს კვირა დღეებში, აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ათორმეტ საუფლო დღესასწაულზე. წმ. ბასილი დიდი ამბობს, რომ ამ დღეებში ლოცვის ჟამს ფეხზე დგომა ჩვენს ქრისტესთან თანააღდგომას მოასწავებს, ხოლო კვირა დღე კი არის სახე მომავალისა საუკუნისა; ერგასის დღეები არის შეხსენება ჩვენი აღდგომისა, რომელსაც ჩვენ მოველით მომავალსა საუკუნესა:
“ყოველი მუხლთა-დრეკით და ფეხზე ადგომით ჩვენ საქმით ვუჩვენებთ, რომ ცოდვით დავეცით ქვეყანასა ზედა, ხოლო შემოქმედისა ჩუენისა კაცთმოყვარებითა კვლავ წოდებულ ვართ ზეცად“.
ეს უძველესი კანონი დღეისათვისაც რჩება შეუცვლელად და სავალდებულოდ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ლიტურღიის უმნიშვნელოვანეს ადგილას, როდესაც მღვდელი ღაღადყოფს: „შენი, შენთაგან, შენდა შემწირველი“, მუხლთმოდრეკა ანუ მეტანია, არ ექვემდებარება ხსენებულ კანონს: კანონში საუბარია ჩვეულებრივ ლოცვაზე, და მხოლოდ მასთან მიმართებაში შეიძლება იყოს განმარტებული მლოცველის სხეულის, გარკვეულის აზრით, ესა თუ ის მდგომარეობა, ხოლო მუხლთდრეკა გარდასახვის ჟამს არის თაყვანისცემა ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა: იგი პასექის I დღესაც (წმ. აღდგომას) შეიძლება იქნეს აღსრულებული.
მეტანიებისა გამო
“ლოცვანი ● საღვთო წირვა”
(შესწორებული და შევსებული გამოცემა)