დიმიტრიადის მღვდელმსახურთა კრებაზე მოხსენებით გამოსვლის დროს, კესარიელი მიტროპოლიტი დანიელი საბერძნეთში ათიათასობით მუსულმანის არალეგალური იმიგრაციის აქტუალურ პრობლემასაც შეეხო.
მეუფე დანიელს დევნილების საკითხი ძალიან სერიოზულ პრობლემად მიაჩნია და აცხადებს, რომ არის მცდელობა შეიცვალოს საბერძნეთის რელიგიური კონიუნქტურა: „სიტუაცია, რომელიც შეიქმნა საბერძნეთში უცხო სარწმუნოების აღმსარებელთა მასიური შემოსვლით, გვაიძულებს სერიოზულად ჩავუფიქრდეთ ამ საკითხს“.
მან გაიხსენა ფაქტი, რომელიც პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს შეემთხვა პირეის პორტში: „როდესაც მეუფე სერაფიმე ლტოლვილებს საკვებს ურიგებდა, მას თავზე ჯვრით შემკული კუნკული ეხურა და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთმა ლტოლვილმა მეუფეს მისი მოხდა მოსთხოვა… ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია სულ უფრო გამწვავდება“ – განაცხადა მეუფე დანიელმა.
წყარო: romfea.gr