ნორვეგია – ევროპის ყველაზე ათეისტური სახელმწიფო

ნორვეგია – ევროპის ყველაზე ათეისტური სახელმწიფო

გამოკითხვამ, რომელშიც 4000 რესპონდენტი მონაწილეობდა, აჩვენა რომ ნორვეგია ევროპის ყვეალზე ათეისტური სახელმწიფო გახდა.

შეკითხვაზე „გწამთ თუ არა ღმერთი“ გამოკითხულთა 39% უარყოფითად უპასუხა, 37% დადებითად, ხოლო დანარჩენმა 23% განაცხადა, რომ “არ იცის”.

ეს არის ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც 1985 წლიდან ტარდება.

1985 წელს ნორვეგიელების 50%-ს სწამდა ღმერთის და მხოლოდ 20% უპასუხა უარყოფითად დასმულ შეკითხვას.

წყარო: romfea.gr