ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი ტელევიზორზე

ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი ტელევიზორზე

dhdhdhnedhudhndhdh-dhdhunedhdhdhdhdhndhdhdh-464x695

“ნეტარი და სამგზის ნეტარია ადამიანი, რომელიც არ ისურვებს და არც იხილავს ანტიქრისტეს ღვთივსაძულველ სახეს. ვინც მას უყურებს და მოუსმენს მის ღვთისმგმობ ლაპარაკს, ყველა მიწიერი სიკეთის აღთქმით (დაპირებით), მოიხიბლება და თაყვანს სცემს მას, რის გამოც მასთან ერთად წავა საუკუნო ცეცხლში!

– ეს როგორ მოხდება? – დაეკითხნენ ღირს ლავრენტის დედები. მოძღვარი ატირდა და სთქვა:

– წმინდა ადგილას დადგება საძაგელი მოოხრებისა და ამ სოფლის მაცდურნი ღვთისუარმყოფელ ადამიანებს ცრუ ნიშ-სასწუალებით მოხიბლავენ. მათ შემდეგ გამოჩნდება ანტიქრისტე! მთელი ქვეყანა ერთდროულად იხილავს მას.

ლავრენტის კვლავ დაეკითხებიან: სად წმინდა ადგილას, ეკლესიაში?

ამაზე უპასუხა:

არა ეკლესიაში, არამედ ჩვენთან სახლში! უწინ კუთხეში მაგიდა იდგა წმ. ხატებით, შემდეგ კი მაცთურ ყუთს დადგამენ ადამიანების მოსახიბლად. მრავალი ჭეშმარიტებისა გზისაგან შეცდომილი იტყვის: ჩვენ გვსურს მოვუსმინოთ ახალ ამბებს. აი, სწორედ ახალ ამბებში წარმოსდგება ანტიქრისტე და ისინიც გაჰყვებიან მას.”

ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი – ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე

წყარო: orthodoxy.ge