ქალაქ შტუდგარტის (გერმანია) ათასობით მოქალაქემ 28 თებერვალს საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სკოლებში ერთსქესიანი „ქორწინებების“ შესახებ სწავლების შეტანის წინააღმდეგ გაიმართა. მშობლები აცხადებენ, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეები არ უნდა განიხილავდნენ ასეთ თემებს.
ქალაქის ხელისუფლება გეგმავს ახალი სასკოლო პროგრამის დანერგვას, რომელშიც შესულია დებულება „სექსუალური მრავალფეროვნების“ შესახებ, რომლის თანახმადაც სკოლაში ბავშვებს უნდა ესაუბრონ როგორც ტრადიციულ ოჯახზე, ასევე ერთსქესიან წყვილებზეც. ამან გამოიწვია პროტესტი ადგილობრივ მოსახლეობაში.
საპროტესტო აქციის ჩაშლა სცადეს სოდომიტებმა, რასაც მოჰყვა პოლიციასთან დაპირისპირება, რის შედეგადაც დაშავდა 18 პირი.
წყარო: rt.com