სიმართლე იუვენალური იუსტიციის შესახებ

სიმართლე იუვენალური იუსტიციის შესახებ

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალზედ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს თუ რა საფრთხე იმალება იუვენალური სამართლის უკან და რატომ არის იგი მიმართული ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

გთავაზობთ წერილს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იუვენალური იუსტიციის არსსა და მიზნებს:

zz

საქართველოს პარლამენტი ევროასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვლდებულების ფარგლებში იღებს კანონს: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ერთი შეხედვით ჰუმანური მიზნის საფარველით სინამდვილეში საქართველოში შემოაქვთ ე.წ. „იუვენალური იუსტიციის“ ნორმები, რომელმაც ევროპა კატასტროფამდე მიიყვანა: ასიათასობით ბავშვს ართმევენ მშობლებს ყოველწლიურად სხვადასხვა მოტივით, მათ შორის იმ მოტივებითაც, რომლებიც ზემოთხსენებულ შესწორებებში არის აღწერილი, კერძოდ: როდესაც მცირეშემოსავლიანი მშობლები შვილებს ვერ აცხოვრებენ ფუფუნებაში, როდესაც მშობელი შვილს დაუშლის განმრყვნელი საგნის შესწავლას სკოლებში, როდესაც მშობელი შეეცდება ბავშვი მიაჩვიოს შრომას, აღზარდოს იგი საზოგადოებაში მიღებული რწმენის, ზნეობრიობის, ტრადიციებისა და იმ ფასეულობების მიხედვით, რომელიც შეიძლება არ მოსწონდეს დასავლეთს.

iuve

დასავლეთში ე.წ. იუვენალური იუსტიციის სოციალური სამსახურებისა და მათი მუშაკების საქმიანობა გვიჩვენებს, რომ ბავშვების წართმევა ხდება ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო სასამართლო სისტემის გვერდის ავლით, ხოლო წართმეული ბავშვების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში სააპელაციო ორგანოებში გასაჩივრების შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტიც, მშობლებს, რომლებიც ამას შეეცდებიან, ხშირად საერთოდ ართმევენ საკუთარი შვილების წელიწადში ისედაც სულ რამდენჯერმე ნახვის უფლებას.

ოჯახისთვის წართმეულ ბავშვებს ათავსებენ ე.წ. იუვენალური იუსტიციის დაწესებულებებში, ერთგვარ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ისინი ხშირად ხდებიან მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამ დაწესებულებებიდან ბავშვებს, როგორც წესი, აშვილებენ მშვილობელ, მიმღებ ოჯახებში, რომლებიც ამას ხშირად აკეთებენ სახელმწიფოსგან ბავშვის შენახვისათვის დაწესებული გასამრჯელოს, საფასურის გამო, და ხშირად ბავშვის მაგივრად მიღებულ თანხას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ხოლო ბავშვებს აშიმშილებენ და ძალადობენ მათზე.

ფართოდ არის გავრცელებული ჩამორთმეული ბავშვების გაშვილება ერთსქესიან “ოჯახებზე”, – სწორედ ე.წ. სექსუალური უმცირესობები არიან იუვენალური იუსტიციის ერთ-ერთი მთავარი ლობისტები.

მაგალითისთვის, 2011 წელს გერმანიაში ოჯახებს წაართვეს და ერთსქესიან “ოჯახებს” გადასცეს 38 500 ბავშვი. ერთსქესიან “ოჯახებში” ბავშვები, როგორც წესი, ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთსქესიანი “ოჯახები” ერთმანეთში ცვლიან ნაშვილებ ბავშვებს სექსუალური ორგიებისათვის.

მეტად ხშირია ჩამორთმეული ბავშვების გაუჩინარების შემთხვევები. მაგალითად რამდენიმე წლის წინ იტალიაში ოფიციალური მონაცემებით დაიკარგა 1500-მდე ჩამორთმეული ბავშვი. ბავშვების გაუჩინარების ძირითადი მიზეზი არის ბავშვთა ორგანოებით ვაჭრობის მსოფლიო ბიზნესი.

ე.წ. იუვენალური იუსტიციის ამოქმედების შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებს, ფაქტობრივად, ეკრძალებათ აღმზრდელობითი მუშაობა, კატასტროფულად გაიზარდა მოზარდული დანაშაულობების რიცხვი. მაგალითისათვის, ისეთი დაბალი კრიმინოგენური დონის მქონე ქვეყნებში, როგორიც საკანდინავიის ქვეყნებია, მოზარდული დანაშაულობების რიცხვი ე.წ. იუვენალური იუსტიციის ამოქმედების შემდეგ 20-ჯერ (!), ანუ 2000%-თ გაიზარდა. ამ ქვეყნებში და სხვა ქვეყნებშიც გახშირდა სასოწარკვეთილი მშობლების მიერ ბავშვების წასართმევად მისული სოცმუშაკების წინაშე უსუსურობის შეგრძნების გამო ბავშვების და მეუღლის დახოცვისა და შემდეგ თავის მოკვლის შემთხვევები.

ე.წ. იუვენალური იუსტიციის მიღებისა და გავრცელების მთავარი მიზნებია შობადობის შემცირება მსოფლიოში, ოჯახების კონტროლი და ტერორი, საერთოდ ოჯახის ინსტიტუტის ნგრევა, ბავშვებით, ასევე მათი ორგანოებით ვაჭრობის სარფიანი ბიზნესი, ბავშვების რეკრუტირება, ანუ მათი აღზრდა იმ კრიტერიუმებით, რომელსაც აყალიბებენ ე.წ. იუვენალები და მათი ლობისტები. ამის გამო დასავლეთში ამ იუსტიციას „იუვენალური ფაშიზმი“ დაარქვეს. გერმანიაში იუვენალური იუსტიციის აღმასრულებელ ორგანოს, იუნგენდანტს ფაშიტურ გესტაპოზე უფრო სასტიკი და საზარელი რეპუტაცია აქვს.

წყარო: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი