პატრიარქი ბართლომე და პაპი

გვინდა ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ რომის პაპის კონსტანტინოპოლში ჩასვლისა და იქ მისი სამღვდელთმთავრო პატივით დახვედრის გამო. მსოფლიო პატრიარქმა ერეტიკოს პაპთან ერთად ილოცა, კვერექსშიც მოიხსენია, როგორც რომის  კანონიერი ეპისკოპოსი, რაც წმიდა კანონების ფეხქვეშ გათელვას ნიშნავს. მათ მართლმადიდებლური მრწამსიც კი თქვეს ერთად. კლოუნადას ჰგავს ეს ყველაფერი. ვითომ პაპმა აღიარა მართლმადიდებლური მრწამსი და უარყო მასში მწვალებლური ჩანამატი ‘’და ძისაგან’’ანუ […]

მარიამობა – წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

…სიკვდილი ერთისა კაცისა არის დიდი მოკლება მრავალთა სხვათა კაცთათვის. გარნა არა ესრეთი იყო მიცვალება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. რანაირად? ესრეთ, რომელ ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან, ვითარცა თქმულ არს საღმრთოსა გალობასა შინა დღეინდელისა დღისასა, “შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა”. სოფელსა ამას შინა […]

წმიდა დიდმარხვისათვის – აბბა დოროთე

თავდაპირველად მოციქულებმა მარხვის 7 კვირიაკე დააწესეს. 7 კვირა შაბათ-კვირის გარდა 35 დღეს მოიცავს; ამას ემატებოდა მარხვა დიდ შაბათს და აღდგომის ღამე, როგორც ნახევარი დღე. ამგვარად, სულ 36,5 დღე გამოდიოდა ანუ 365 დღის ზუსტად მეათედი ნაწილი. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ მარხვას, რადგან თუკი ვინმემ შესცოდა მთელი წლის განმავლობაში უძლურებისა გამო ან უდებებით, – ამ წმიდა მარხვით […]