ვილოცოთ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის

ვილოცოთ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის

დღეს, 13 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში უკეთდება ქირურგიული ოპერაცია.

უწმინდესისთვის ოპერაციის გაკეთება დანიშნულია გერმანიის დროით დილის 08:00 საათზე (საქართველოს დროით დილის 11:00 სთ-ზე).

როგორც ცნობილია, 8 თებერვალს დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა.