მიტროპოლიტ სერაფიმეს პროტესტი სკოლებში სოდომიის სწავლების წინააღმდეგ

მიტროპოლიტ სერაფიმეს პროტესტი სკოლებში სოდომიის სწავლების წინააღმდეგ

ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ღია წერილი გაუგზავნა საბერძნეთის განათლების მინისტრს, კონსტანტინე გავროგლუს. წერილში მეუფე პროტესტს გამოთქვამს საბერძნეთის განათლების სამინისტროს იმ დირექტივასთან დაკავშირებით, რომელიც დაიგზავნა საბერძნეთის ყველა სკოლაში და ეძღვნება “სქესობრივი ცრურწმენების აღმოფხვრას“.

მიტროპოლიტ სერაფიმეს განცხადებით მსგავსი დირექტივები საბერძნეთის სკოლებმა პირველად მიიღეს. ბავშვების ბუნებრივი მდგომარეობის დამახინჯების მცდელობა მოსწავლეების მშობლების ნებართვის და მათი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. მეუფემ აღნიშნა, რომ “ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრის“ შესახებ მითითება მის ეპარქიაში მდებარე სკოლებმაც მიიღეს.

მიტროპოლიტის განცხადებით, ის უარს აცხადებს შეასრულოს მინისტრის ბრძანება პირეის ეპარქიაში მდებარე სკოლებში, ხოლო განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილების განხილვა უნდა მოხდეს ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის უახლოეს სხდომაზე.

წყარო: romfea.gr