კალავრიტელი მიტროპოლიტი ამბროსი: მოგიწოდებთ იბრძოლოთ ჩვენი სარწმუნოებისთვის!

კალავრიტელი მიტროპოლიტი ამბროსი: მოგიწოდებთ იბრძოლოთ ჩვენი სარწმუნოებისთვის!

კალავრიტის მიტროპოლიტმა ამბროსიმ, საბერძნეთის მთავრობა ელადის ეკლესიის მთავარიერარქებთან შეთანხმებული პირობების ცინიკურ დარღვევში დაადანაშაულა. მთავარიერარქებთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა ეკლესიის წარმომადგენლებს აღუთქვეს, რომ არ გამოიყენებდნენ ახალ (მათთვის მიუღებელ) სასწავლო მასალებს და რელიგიათმცოდნეობის სწავლების პროგრამულ საკითხებს მხოლოდ ეკლესიასთან შეთანხმებით შეიმუშავებდნენ.

მეუფე ამბროსიმ ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ციპრასთან შეხვედრის ფაქტს, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსის განცხადებით – “გაურკვევლობა უნდა მოხსნილიყო”, თუმცა მთავრობის მესვეურებმა, მეორე დღესვე, იმგვარად დაიწყეს მოქმედება, თითქოს არანაირი შეთანხმება არ არსებულიყო – გვაცნობებს სააგენტო Romfea.

“უკვე ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო დასცინის ეკლესიას, მათ ჩვენ ცინიკურად მოგვატყუეს“ – განაცხადა მეუფე ამბროსიმ, – “ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რელიგიათმცოდნეობის საკითხი მთავრობისთვის უკვე გადაწყვეტილია, ის უნდა გადაიქცეს არაკონფესიურ საგნად, სადაც ჩვენი უფალი – იესო ქრისტე – ბუდასთან და მუჰამედთან იქნება გათანაბრებული”.

კალავრიტის ეპისკოპოსის სიტყვებით, ერთადერთი ადეკვატური პასუხი მთავრობის ქმედებებზე – აქტიური წინააღმდეგობაა: “მე მოგიწოდებთ – ვიბრძოლოთ ჩვენი სარწმუნოებისთვის! გვახსოვს განათლების მინისტრის სიტყვები, როცა ის დაგვპირდა, რომ ერთი წლის განმავლობაში “დაასრულებდა” რელიგიათმცოდნეობის საგანს. განა მართებული იქნება დავუშვათ ამგვარი დანაშაული? ამჟამად ყოველივეზე უპირატესი – ბრძოლაა!”

წყარო: pravoslavie.ru