ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგო მარში პარიზში

ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგო მარში პარიზში

კვირას, 16 ოქტომბერს, პარიზში საპროტესტო  აქცია გაიმართა. აქცია იმ კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც სოდომიტებს ქორწინების და ბავშვის აყვანის უფლებას ანიჭებს.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით აქციაზე 200 000 ადამიანი იმყოფებოდა. მარშის მონაწილეებმა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ტრადიციული ოჯახის შესახებ დისკუსიის გახსნა მოითხოვეს. ასევე გამოვიდნენ ერთსქესიანი ქორწინების, ექსტრაკორპორაციული განაყოფიერების (სპეციალური სამედიცინო ჩარევის გზით მიღებული ადამიანის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ემბრიონის მისაღებად) და სუროგატული დედობის წინააღმდეგ.

დემონსტრაციის მსვლელობის ჩაშლას მოძრაობა FEMEN-ის წევრები შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ, რადგან ნახევრად შიშველი აქტივისტები პოლიციამ დააკავა.

საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინება 2013 წლის მაისიდან დაკანონდა, რომლის  მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანის უფლება მიეცათ. მას შემდეგ საფრანგეთში, აღნიშნული კანონის საწინააღმდეგოდ არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია ჩატარდა. აქციებში მონაწილეობა  ათობით და ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო.

წყარო: Agence France-Presse