რუსეთის ეკლესიის სინოდი – შექმნილ სიტუაციაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში

რუსეთის ეკლესიის სინოდი – შექმნილ სიტუაციაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 13 ივნისის საგანგებო სხდომაზე (რომელიც საერთო მართლმადიდებელთა დაგეგმილ კრებას ეხებოდა) მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ადგილობივ მართლმადიდებელ ეკლესიას დაეგზავნება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ შექმნილ სიტუაციაში, როდესაც კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ბულგარეთის, ანტიოქიის და საქართველოს ეკლესიებმა, ხოლო სერბეთის ეკლესია კრების გადადების წინადადებით გამოვიდა, მიზანშეწონილია დაგეგმილი წმინდა და დიდი კრების გადადება იმ ვადით, სანამ არ მოგვარდება ყველა ის საკითხი, რომელიც წამოაყენეს ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა.

თუ კი ეს წინადადება არ იქნება მიღებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და კრეტაზე დაგეგმილი კრება მაინც გაიმართება რიგი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობის არარსებობის მიუხედავად, მაშინ შეუძლებელი იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მონაწილეობა კრებაში.

წყარო: patriarchia.ru