ქართველმა მეცნიერმა გერმანიაში მინიატურული სახარება აღმოაჩინა

ქართველმა მეცნიერმა გერმანიაში მინიატურული სახარება აღმოაჩინა

სულ რამოდენიმე დღის წინ ქართველმა ისტორიის დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ გერმანიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა ნუსხა-ხუცურით შესრულებული მინიატურული სახარება, რომელშიც ჩართულია ლუკა მახარებლის ერთი ფერადი გამოსახულება.

“გერმანიაში ჩამოსვლამდე მქონდა მიმოწერა ორიენტალისტიკის მიმართულების თანამშრომლებთან და წინასწარ ვიცოდი, რომ აქ ინახებოდა 11 ქართული ხელნაწერი. ამ ხელნაწერების აღწერა ეკუთვნის გერმანელ მეცნიერ იულიუს ასფალგს („ქართული ხელნაწერები“, 1963). ამჟამად, ჩემი მიზანი იყო ეს ხელნაწერები ადგილზე შემესწავლა და შემედარებინა გერმანელი ავტორის აღწერასთან. ხელნაწერი Hs. or. 14561 არ იყო შეტანილი დასახელებულ ნაშრომში. შესაბამისად, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ვთხოვე გაერკვიათ ამ ხელნაწერის წარმომავლობა. აღმოჩნდა, რომ ის 2012 წელს შეუძენია ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკას კერძო კოლექციონერისაგან ამსტერდამში.” – აცხადებს გიორგი ქავთარაძე.

20160310_143622_1

vvv

წყარო: doctrina.ge