მაცხოვრის საფლავზე აღდგომის ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე აღდგომის ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი თბილისის დროით 15:22 საათზე გადმოვიდა.

აღდგომის ტაძარში დილიდან შეკრებილი მრევლისთვის ზეციური ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა.

ზეციურ ცეცხლს წმინდა მიწიდან თბილისში ქართველი მომლოცველები ჩარტერული რეისით სავარაუდოდ, 23:30 საათზე ჩამოაბრძანებენ.