საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უარი დიდ კრებაში მონაწილეობაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უარი დიდ კრებაში მონაწილეობაზე

როგორც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა წმინდა სინოდის კრების დასრულების შემდეგ განუცხადა.

მეუფე ილარიონის განცხადებით, სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ამ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

სავარაუდოდ, განჩინების ოქმი დღესვე გამოქვეყნდება.