საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება 1998 წლის 8 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა: I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. „შამბეზის შეთანხმებები”). II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა დაანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი. III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს” (ე. წ. „ბალამანდის შეთანხმება”). IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის … ვრცლად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება 1998 წლის 8 ოქტომბერი