“ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა”…

მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლება თითქმის მთელს ირანზე განავრცო,  ქართლ-კახეთში ძველი ბატონობის აღდგენა გადაწყვიტა და ერეკლეს, რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გაწყვეტა კატეგორიულად მოსთხოვა. ერეკლეს მფარველობის ქვეშ რჩებოდა შუშის (ყარაბაღის) და ერევნის სახანოები, რომლებიც ირანის გამგებელს ხარკის გადახდაზე უარს სწორედ ,,ირაკლის ვასალობის’’ მიზეზით უთვლიდნენ.  ერეკლე, რა თქმა უნდა კარგად გრძნობდა, ქართლ-კახეთის თავზე საავდრო ღრუბლების მოგროვებას და […]