რატომ არ შეიძლება ქრისტიანისთვის ხანუქაში მონაწილეობა?

რატომ არ შეიძლება ქრისტიანისთვის ხანუქაში მონაწილეობა?

ხანუქა არის ებრაული დღესასწაული, რომელიც დაწესდა ქრისტეს შობამდე ორი საუკუნით ადრე:

სირიის მეფე ანტიოქე IV-ემ, ქრისტეს შობამდე 170 წელს, დაიპყრო ისრაელი, გაძარცვა სოლომონის ტაძარი, დადგა კერპი და აიძულებდა ებრაელებს მსხვერპლი შეეწირათ ბომონისთვის, ხოლო ვინც არ შესწირავდა, მათ სჯიდნენ და აწამებდნენ (7 ძმა მაკაბელი, მათი მოძღვარი ელიაზარი და სხვები).

აჯანყების შედეგად იუდა მაკაბელმა განდევნა ისრაელიდან ანტიოქე და დაამსხვრია კერპი. ტაძარი გაწმინდეს, განაახლეს და ყველა კანდელი აანთეს.

ძველი აღთქმის ყველა მსახურება და დღესასწაული იყო მსახურება მესიის მოლოდინისა (ზოგადად მთელი ძველი აღთქმა არის მზადება და მოლოდინი მესიისა – ჯერ კიდევ ადამი თავის სიცოცხლეშივე ელოდებოდა მესიას). შესაბამისად, ხანუქაც, სანამ მესია – ისეო ქრისტე განკაცდებოდა იყო ჭეშმარიტი დღესასწაული. მაგრამ მესია მოვიდა, იუდეველებმა ის უარჰყვეს და ჯვარზე გააკრეს. იუდეველები ისევ ელიან თავიანთ “მესიას”, რომელიც ეკლესიის სწავლებით იქნება ანტიქრისტე.

შესაბამისად, მთელი მათი (იუდაური) სარწმუნოება არის იესო ქრისტეს უარყოფა და ცრუ მესიის მოლოდინი.

სწორედ ამიტომ სჯულის კანონი მკაცრად კრძალავს მართლმადიდებლების იუდაურ (ებრაულ) სალოცავებში შესვლას და მათ ცრუ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებას:

წმიდა მოციქულთა 70-ე კანონი
“უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან იმარხოს ჰურიათაჲთანა, ანუ იდღესასწაულოს მათ თანა, ანუ შეიწყნაროს მათგან სადღესასწაულო რაჲმე ძღუენი, ვითარ უცომოჲ, ანუ სხუა რაჲმე ეგევითარი, განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.”
[ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს.] (მოც. 7,64,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38; კართ. 51,73,106)

წმიდა მოციქულთა 71-ე კანონი
“უკუეთუ ვინმე ქრისტეანემან ზეთი მიიღოს ტაძარსა საწარმართოსა, ანუ შესაკრებელსა ჰურიათასა დღესასწაულთა მათთა, ანუ სანთელი აღანთოს, უზიარებელ იქმენინ.”
[ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, უზიარებლობით დაისაჯოს.] (მოც. 7,64,70; ტრულ. 11,94; ანკვ. 7,24; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38,39; კართ. 21)

სამწუხაროა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე რეალობა: თუკი ჩვენი წინაპრები უსჯულოებთან თანალოცვის უარის გამო თავს მახვილს უდრეკდნენ, დღეს ჩვენი ქვეყნის პირველი პირები ლამის სიხარულით ღებულობენ მონაწილეობას არამართლმადიდებლურ რელიგიურ რიტუალებში და ამით ამაყობენ კიდეც….

ZNEOBA.GE-ს რედაქცია