ღმერთი ყველას მოუწოდებს სინანულისკენ

ღმერთი ყველას მოუწოდებს სინანულისკენ

ამერიკის საელჩოში ერთმანეთს გაესაუბრნენ სასულიერო პირები და ლგბტ “პრაიდის” ორგანიზატორები – გიორგი თაბაგარი და მარიამ კვარაცხელია. თაბაგარი წერს: “დიდი ხანი ვცდილობდით ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრას სხვადასხვა საელჩოების გავლით”.

სასულიერო პირებთან შეხვედრას არ სჭირდება სხვადასხვა საელჩოების დახმარება. ნებისმიერ ადამიანს ყოველდღე შეუძლია მივიდეს სასულიერო პირთან გასაუბრებაზე და აღსარებაზე და ყველაზე მეტად და ხშირად ეს სჭირდება თაბაგარს, კვარაცხელიას და იგივე სასიკვდილო ცოდვაში მყოფ სხვა ჰომოსექსუალებს, ვინაიდან ეს ცოდვა ყველაზე მეტად ისჯება ღვთისგან ამ ცხოვრებაში და გარდაცვალების შემდეგ, მარადიულ ჯოჯოხეთში.

ღმერთი ყველა ადამიანს მოუწოდებს სინანულისკენ და ყველა მონანულს ყველაფერს ჰპატიობს.

ჰომოსექსუალებსაც ყველაფერს აპატიებს, თუ ისინი შეინანებენ და ამ ცოდვას განეშორებიან, დაიწყებენ მარხვას, ლოცვას, ზიარებას, ეკლესიურ ცხოვრებას.

მართლმადიდებელი ქრისტიანები

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial