პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთელ გაამართლა მამათმავლობა:
ხუან კარლოს კრუზმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, აპრილში სამი დღე გაატარა ვატიკანში, პაპ ფრანცისკესთან, სადაც განიხილეს ჩილელი პადრეს ხელში მის მიმართ განცდილი სიძულვილი და ბოროტი დამოკიდებულება მისი სექსუალური ორიენტაციიც გამო.
CNN-თან ნტერვიუს დროს კრუზმა განაცხადა: “ხუან კარლოს არა უშავს, ღმერთმა ასეთად შეგქმნა, ასეთი უყვარხარ, პაპსაც ასეთი უყვარხარ, შენც ასეთად შეიყვარე შენი თავი, ნუ გაღელვებს ხალხი რას იტყვის”.
ფარნანდო კარადიმა, რომელსაც კრუზი ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებდა, 2011 წელს ვატიკანმა დამნაშავედ ცნო.
ვატიკანში სამი დღის საგანგებო სამიტის შემდეგ, სადაც განიხილებოდა ზემოთ აღნიშნული სექსუალური ძალადობის სკანდალი, გასულ პარასკევს ჩილეში კათოლიკური ეკლესიის (ლათინები თავიანთ მწვალებლურ საკრებულოს ეკლესიად მიიჩნევენ – რედ.) ყველა ეპისკოპოსმა პაპ ფრანცისკეს გადადგომის სურვილით მიმართა.
საერთო ჯამში 31 აქტიური ეპისკოპოსი და სამი პენსიონერი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მათ გადადგომის სურვილი გამოთქვეს სკანდალის გამო და მიენდნენ “წმიდა მამას, რომ მას შეუძლია თავისუფლად გადაწყვიტოს თითოეული მათგანის ბედი”.
ZNEOBA.GE-ს რედაქცია