ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად მრავალი წლის განმავლობაში პირველად სამი დღით დაიხურა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე – იერუსალიმის უფლის აღდგომის ტაძარი. მიზეზი ებრაული ხელისუფლების გადაწყვეტილებაა დააკისროს გადასახადები ეკლესიას.
იერუსალიმში ეკლესიები გადასახადებიდან თავისუფლია მე-7 საუკუნიდან, როდესაც ხალიფა ომარ იბნ ჰატაბის მეთაურობით ისლამურმა ჯარებმა დალაშქრეს ქალაქი. ხალიფა ომარმა და პატრიარქმა სოფრონმა დადეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისლამურმა ხელისუფლებამ დადო პირობა არ დაეწესებინა გადასახადები ეკლესიისთვის და ქრისტიანები დაეცვა ებრაელების აგრესიისგან (მუსულმანების შემოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ებრაელებმა, ისარგებლეს რა გაურკვევლობით და ბიზანტია-სპარსეთის ომით, მთლიანად ამოხოცეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა).
მრავალი წლის განმავლობაში ეკლესია თავისუფალი იყო გადასახადებიდან ჯვაროსნების, მამლუქების, ოსმალეთის და დიდი ბრიტანეთის მბრძანებლობის დროს პალესტინის მიწაზე.
მხოლოდ ახლა, როდესაც აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება იერუსალიმი ეღიარებინა ისრაელის დედაქალაქად, ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადაეხედა შეთანხმებისთვის და ეკლესია მოექცია გადასახადების ქვეშ.
ამ ფაქტმა გამოიწვია მნიშვნელოვანი აღშფოთება და იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ასევე ლათინო-პაპისტურმა და სომხურმა საკრებულოებმა გააკეთეს განცხადება, სადაც დაგმეს ისრაელის ხელისუფლების ნაბიჯები საკუთრების ჩამორთმევის, ანგარიშებიდან თანხების კონფისკაციის და სხვა ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან წააგავს ნაცისტების ქმედებებს ოკუპირებულ ევროპაში ებრაული მოსახლეობის ფასეულობების მიმართ. აქვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ისრაელის ხელისუფლება ახალ კანონს ამზადებს იმისთვის, რომ თავისუფლად მოახდინოს ეკლესიის საკუთრების – მიწების და სახლების კონფისკაცია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროტესტის ნიშნად გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯი და დაიკეტა უფლის საფლავი, იგივე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.
საბედნიეროდ, ოთხშაბათს, ისრაელის ხელისუფლებამ უკან დაიხია და გაყინა ორივე გეგმა – როგორც გადასახადების ასევე კანონპროექტი კონფისკაციების შესახებ.