უწმინდესის ქადაგება (16.07.2017)

უწმინდესის ქადაგება (16.07.2017)

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (16.07.2017)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი.

მრავალმა ჩვენთაგანმა არ იცის საიდან წარმოიშვა ეს მიმართვა: „ჩვენთან არ ღმერთი“. იგი ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმის „ემანუელი“ ანუ ემანუელი ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი და მე არ მეგულება არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ერი, რომ ასე მიმართავდნენ ერთმანეთს.  ეს მისალმება, _  ემანუელი, _ ჩვენთან არს ღმერთი, უნდა შევინარჩუნოთ, იგი გვაძლევს ძალას და მადლს; ეს გვაძლევს სიყვარულს.

დღეს არის სიყვარულის დღესასწაული, _ გერგეტობა, გერგეტის წმინდა სამების დღესასწაული. გილოცავთ! მადლი და სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამისა და ძისა და სულისა წმინდისა იყოს ჩვენთანა.

ჩვენ ბევრს ვფიქრობთ სიყვარულის შესახებ, ბევრს ვლაპარაკობთ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული. სიყვარული არის სხვებისათვის ცხოვრება. არის ადამიანი, რომელიც თავისი თავისთვის ცხოვრობს, არის ადამიანი რომელიც ოჯახისთვისაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც ცხოვრობენ ხალხისთვის, მოყვასისთვის და არა თავისი თავისთვის. ეს ყველაფერი ღვთის მადლით ეწირება მას და სამაგიეროს ღებულობს სააქაოსაც და საიქიოსაც. ამიტომ არის ნათქვამი: იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ბევრი სიყვარული გაგაცემინოთ.

ჩვენთან არს ღმერთი.

წყარო: patriarchate.ge