ა.წ. 25 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ასი წელი შესრულდა. ამ უმნიშვნელოვანეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღია აღავლინა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ მისმა უწმინდესობამ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის მებრძოლთა სულებისათვის პანაშვიდი გადაიხადა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის სურვილითა და ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოებამ და მრევლმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
წყარო: patriarchate.ge