XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თბილისის (1936 წლამდე ტფილისი) ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. 1841 წლიდან ის ჯერ საქართველო-იმერეთის გუბერნიის ხოლო 1846 წლიდან თბილისის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრია. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილისი-ფოთის (1872), თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ, რაც საერთო ჯამში ქალაქის მოსახლეობის სწრაფ ზრდას უწყობდა ხელს და თბილისის იერსახეც შესაბამისად იცვლებოდა…
* * *

ხედი მამადავითის მთაზე
* * *
გოლოვინის გამზირი (დღევანდელი რუსთაველი). მარჯვენა მხარეს – კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია და გაუბვახტის შენობა (დღეს მათ ადგილას კინო “რუსთაველი” და საცხოვრებელი სახლია). მარცხენა მხარეს – მეფისნაცვლის სასახლე (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) და მის უკან (ხარაჩოებში) წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის მშენებარე ტაძარი (მის ადგილას დღეს პარლამენტის შენობა დგას).

გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირი

გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირი
* * *
თბილისის თვითმმართველობის შენობა (დღევანდელი საკრებულო “თავისუფლების მოედანზე”). ფოტო გადაღებულია მანამდე, ვიდრე შტერნი მავრიტანულ სტილში გადააწყობდა შენობის ფასადს.

თბილისის თვითმმართველობის შენობა (დღევანდელი საკრებულო)

თბილისის თვითმმართველობის შენობა (დღევანდელი საკრებულო)
* * *

ელბაქიძის დაღმართი
ვერის ბაღი – ადრე ამ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე ვრცელდებოდა. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერისუბნის დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის მოწყობა დაიწყო. ვერეს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია დანიელ ჭონქაძისა და მისი მეუღლის, აგრეთვე ლავრენტი არდაზიანისა და სხვათა საფლავები.
საბჭოთა პერიოდში ბაღს სერგეი კიროვის სახელი მიენიჭა და 1933 წ. დაიწყო მისი კეთილმოწყობა აგრონომ-დეკორატორ ა. მაჭავარიანის პროექტით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბაღს ტრადიციული დასახელება დაუბრუნდა.

დღევანდელი ვერის ბაღი

ვერის ხიდი
* * *
გოლოვინის (რუსთაველის) გამზირი და წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი (XX საუკუნის 30-იან წლებში ააფეთქეს ბოლშევიკებმა და დღეს იქ პარლამენტის შენობა დგას). წმ. ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელ-სალოსი (ურგებაძე) ამბობდა ამ ტაძართან დაკავშირებით: “ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.”

წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი
* * *
იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სტუმრობა “დიდების ტაძარში” (მაშინდელი სამხედრო მუზეუმი/ახლანდელი ეროვნული გალერეა), 1914 წლის 28 ნოემბერი.

იმპერატორი ნიკოლოზ II
* * *

გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირი

გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირი

სასტუმრო ”რასსია” და გოლოვინის გამზირი
* * *
დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა (დღევანდელი რუსთაველის გამზირზე) აიგო 1802 წელს როგორც მთავარმართებლის სახლი. 1807 წელს ახალი ნაგებობებით შეცვალეს. ოციან წლებში კი ამავე ადგილზე ახალი სასახლე აიგო აკადემიკოს ა. სემიონოვის პროექტით. 1865-1868 წლებში ჩატარდა სასახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორ ო. სიმონსონის პროექტით. 1917-1921 წლებში სასახლეში (მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაიდო ბინა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლიდან, ამ შენობაში მოთავსდა საქართველოს სსრ ცაკი და ეწოდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე. 1937 საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით სასახლეში უნდა მოწყობილიყო თბილისის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე (რეკონსტრუქცია ჩატარდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით). 1941 წლის 2 მაისს გაიხსნა როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, რომელსაც 1959 წელს მიენიჭა ბორის ძნელაძის სახელი.

მეფისნაცვლის სასახლე რეკონსტრუქციამდე
* * *
“Не уезжай, ты мой голубчик” – ეს იყო ძველი თბილისის ერთ-ერთი ცნობილი დუქანი, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი “გმირთა მოედნის” ტერიტორიაზე.

დუქანი “Не уезжай, ты мой голубчик”
* * *

ბარნოვი
* * *

სიონი
* * *
კალოუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი – მდებარეობდა დღევანდელი რუსთაველის გამზირის და ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, მაშინდელი ჰაუპვახტის (კომისარიატის) შენობის უკან.

კალოუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
* * *
ზემელი, წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძარი (დღევანდელი გრიბოედოვის და სარაჯიშვილის ქუჩების კუთხეში). სამწუხაროდ დღეს ეს ეკლესია გაუქმებულია და მის ერთ ნაწილში ღამის კლუბი, ხოლო მეორეში კი კომერციული ობიექტი ფუნქციონირებს.

წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძარი
* * *

ზემელი (მეცნიერებათა აკადემიის შენობის აშენებამდე)

ზემელი. მეცნიერებათა აკადემიის მშენებარე შენობა (XX ს.)
* * *

პუშკინის ძეგლის გახსნა (დღევანდელი “თავისუფლების მოედანი”)
* * *
ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდის ხაზზე ადრე სხვა ხიდი არსებობდა, რომლის პროექტი ჯერ კიდევ 1882 წელს დაამუშავა ინჟინერმა უმანსკიმ (ვერის ხიდის ავტორმა). ამის შემდეგ რამდენიმე საპროექტო წინადადება იყო წამოყენებული. ბოლოს შეჩერდნენ ე. პატონის პროექტზე. ერთმალიანი ლითონის ხიდი 1911 წელს ხუთ თვეში ააგეს. მისი მშენებლობისას ააფეთქეს მე–17 საუკუნის არაგვის ხიდის ჯერ კიდევ შემორჩენილი ბურჯები. ახალი ხიდის მალი შეკიდული იყო ურთიერთდაკავშირებულ ლითონის ფერმებზე. ხიდის ფენილი მოწყობილი იყო ხის (ევკალიპტის) ძელებით. ხიდს “უხრანის” სახელწოდება გამოყვა (ამ ადგილზე არსებულ მუხრანბატონის სახლის და უბნის გამო). იგი მოშალეს 1965 წელს ახალი ხიდის აშენების შემდეგ, რომელსაც ბარათაშვილის სახელი ეწოდა.

მუხრანის ხიდი

მუხრანის ხიდის გახსნა
* * *

პესკების ქუჩა და ციციანოვის აღმართის დასაწყისი (დღევანდელი ავლაბრის აღმართი)
* * *

კახეთის ქუჩა (დღევანდელი ქეთევან წამებულის გამზირი)
* * *

“მოდელების სახლის” მშენებლობა ვორონცოვზე.
* * *

“პესკები” და დარეჯანის სასახლე
* * *

თათრის მოედანი
* * *

“ნახალოვკა”
* * *

წისქვილი მტკვარზე
* * *
ფოტოები შეგროვებულია ინტერნეტ სივრციდან zneoba.ge-ს რედაქციის მიერ