წმიდა ანტონი დიდი
საყვარელო შვილებო, მოვა დრო, როცა მონაზვნები უდაბნოებს მიატოვებენ და მდიდარ ქალაქებს მიაშურებენ. იქ ამ გამოქვაბულებისა და ვიწრო სენაკების ნაცვლად მედიდურ შენობებს ააგებენ, რომლებიც სამეფო პალატებსაც არ დაუდებენ ტოლს. სიგლახაკის ნაცვლად სიმდიდრის მოხვეჭის სიყვარული გაიზრდება; სიმდაბლე ამპარტავნებით შეიცვლება; მრავალნი ცოდნით იამაყებენ, მაგრამ ეს ცოდნა შიშველი იქნება, მას არ ექნება თავისი შესაბამისი კეთილი საქმეები; სიყვარული განელდება; თავშეკავების ნაცვლად გემოთმოყვარება გამრავლდება და მონაზონთაგან მრავალი დაიწყებს ზრუნვას მდიდრული საჭმლისთვის ერისკაცების მსგავსად, რომელთაგან მონაზვნებს მხოლოდ შესამოსელიღა განასხვავებს; იმის მიუხედავად, რომ ერში იცხოვრებენ, თავს მაინც განმარტოებულს (ანუ მონაზონს – მარტომყოფს) უწოდებენ. ამასთანავე ისინი თავის განდიდებას დაიწყებენ, იტყვიან: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი (1 კორ. 1,12), თითქოსდა მათი მონაზვნობის ძალა მათი წინაპრების ღირსებაში მდგომარეობდეს; ისე იამაყებენ თავისი მამებით, როგორც იუდეველები – თავისი მამით, აბრაამით. მაგრამ იმ დროში ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ჩვენზე ბევრად უკეთესნი და სრულყოფილნი აღმოჩნდებიან, რადგან ის უფრო ნეტარია, ვისაც შეეძლო დარღვევა და არ დაარღვია, შეეძლო ბოროტების ჩადენა და არ ჩაიდინა, ვიდრე ის, ვინც სიკეთისკენ უამრავი მოშურნის შემხედვარე მიიზიდებოდა; ამიტომაც ნოე, აბრაამი და ლოთი, რომელნიც ბოროტ ადამიანთა შორის ეწეოდნენ მოშურნე ცხოვრებას, სამართლიანად იდიდებიან საღმრთო წერილში.
Св. Антоний Великий, М. 1906, стр. 121-122.
* * *
წმ. იოანე ოქროპირი
„ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა… ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე… ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ“ (მათ. 24,37-39). ქრისტემ ეს იმის დასამტკიცებლად თქვა, რომ ის მოვა უცებ და მოულოდნელად, როდესაც უმეტესობა განცხრომაში იქნება. იმავეს ამბობს პავლე [მოციქული] შემდეგი სიტყვებით: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი“ (1თესალ. 5,3), და ამ მოულოდნელობის ასახსნელად თქვა: „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“. როგორღა ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? (მათ. 24,29). თუკი მაშინ იქნება განცხრომა, „მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, როგორც პავლემ თქვა, მაშ როგორ ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? სიხარულისას რანაირი ჭირი შეიძლება იყოს? აქ იგულისხმება განცხრომა და მშვიდობა, რომლებიც შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ უგუნურ და უგრძნობელ ადამიანებს. ამიტომაც, მოციქულს არ უთქვამს: „როდესაც მშვიდობა იქნება“, არამედ: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, და ამით გამოსახა მათი უგრძნობელობა, იმის მსგავსი, რაც ჰქონდათ ადამიანებს ნოეს დროსაც, როდესაც, მიუხედავად უდიდესი გაჭირვებებისა, ისინი განცხრომაში ატარებდნენ ცხოვრებას, ხოლო მართალნი პირიქით, გაჭირვებასა და მწუხარებაში იყვნენ. აქედან ჩანს, რომ ანტიქრისტეს მოსვლასთან ერთად უსჯულოთა შორის, რომელთაც ცხონების სასოება დაკარგული ექნებათ, გამრავლდება სამარცხვინო სიამოვნებები, მიეცემიან ნაყროვანებას, განცხრომას, ლოთობას და ყველა სხვა სიბილწეს. ამგვარად, ქრისტეს მოაქვს საქმის გარემოებასთან სრულიად შესაბამისი მაგალითი. როგორც მაშინ, ამბობს იგი, როდესაც კიდობანი მზადდებოდა, ხალხს არ სჯეროდა, და მაშინაც კი, როცა უკვე მზად იყო და წინასწარ აუწყებდა მათ უბედურების მოახლოებას, ისინი მშვიდად შეჰყურებდნენ მას და განცხრომაში იყვნენ, თითქოსდა არანაირი გასაჭირი არ მოელოდათ; ასევე ახლაც: გამოჩნდება ანტიქრისტე, რომლის შემდეგ დადგება აღსასრული, აღსასრულს მოჰყვება სასჯელი და გამოუთქმელი ტანჯვა; ხოლო ადამიანები, გარყვნილებით მთვრალნი, ვერანაირ საშიშროებას ვერ იგრძნობენ ამ მომავალ გაჭირვებათა წინაშეც. ამიტომაც „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“, მოციქულის სიტყვისამებრ, მათზეც მოიწევა ეს საშინელი და გარდაუვალი უბედურებები. რატომ არ ახსენა ქრისტემ ის უბედურება, რაც სოდომელებს დაატყდათ თავს? მას სურდა მაგალითად წარმოედგინა საყოველთაო ამბავი, რომლისაც ასევე არ სჯეროდათ, როცა ნაწინასწარმეტყველები იყო. ვინაიდან ბევრს არ სჯეროდა მომავალში მოსახდენისა, უფალი უმტკიცებს მათ წარსულში აღსრულებულით და ამით აძრწუნებს მათ გულებს.
მათეს სახარების განმარტებიდან
* * *
წმ. ნიფონტ კონსტანტინოპოლელი
შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლისწინასწარმეტყველნიცა და სატანის მსახურებიც. უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინცჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგანდა არ მოახდენენ მათ შორის ნიშებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში;არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული დაცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან;იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიცაღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის.სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელსმსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება; ასეთივე იქნებიანმონაზონთა წინამძღოლნიც, რამეთუ ყველას დასცემს გემოთმოყვარება დადიდებისმოყვარება. ისინი ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან,ვიდრე სამაგალითონი. ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნებაუგულვებელყოფილი; ვერცხლისმოყვარება იმეფებს მაშინ და ვაი ოქროთიგამდიდრებულ მონაზვნებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრელნი უფლისათვისდა ვერ იხილავენ ცოცხალი ღმერთის სახეს.
Преп. отцев Варсануфия Великого и Иоанна «Руководство к духовной жизни», СПБ. 1905, стр. 494.
* * *
წმიდა ეფრემ ასური
შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ ვარ, საყუარელნო, დღისა მისთვის ბოროტისადა საშინელისა, რომელი მოწევნად არს ჩუენ ზედა. ძწის ყოველი გუამი ჩემი, განმიშრაენაჲ ჩემი შიშისა მისგან ბოროტისა და სასასა ჩემსა აექუა. და თუ ვიტყოდი, განხურდების გული ჩემი და მუცელი, და ზრახვასა ჩემსა ცეცხლი აღატყდების; იქმნაგული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი, შოვა მუცელსა ჩემსა. მელმის მუცელი ჩემი, განხდეს ნაწლევნი ჩემნი, განკრთომილ არს გონებაჲ ჩემი, აღძრულ არს სული ჩემიგუამსა შინა ჩემსა, კუნესიან თირკუმელნი ჩემნი, შეშფოთებულ და დაკჳრებულ დაზარ-ხდილ არს ყოველივე ცნობაჲ ჩემი.
ვეშაპისა მისთვის ვიტყვი, რომელსა ეგულების შთათქმად ყოველი სოფელი, რომელი-იგი მოსლვად არს ძალითა და შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითა ნიშებითადა სასწაულებითა ტყუვილისაჲთა, რომელ-იგი განემზადოს და აზმნეს, რაჲთამცაშთათქა ყოველი სოფელი, რამეთუ უშჯულოთა მათ ჰურიათა პირველად არაშეიწყნარეს გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ და სიმართლესა ღმრთისასა არადაემორჩილნეს, ვითარცა იტყვის: თვისთა მოვიდა, და თჳსთა არა შეიწყნარეს იგი. ამისთჳსცა მოუვლინოს ღმერთმან შემწედ საცთურებისა მათისათვის. ხოლო ჩუენამის ყოვლისათვის განგუაკრძალებს მხსნელი და მაცხოვარი ჩუენი და იტყვის: “იხილეთ, ნუუკუე გაცთუნნეს ვინმე თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიანსახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, და მრავალნი აცთუნნენ”.
ხოლო მე გეტყვი თქუენ, საყუარელნო, ვითარცა-იგი პირველად ჟამად-ჟამადშეჰყვა სიბრმე ისრაელსა, ვითარცა წმიდაჲ მოციქული იტყვის, ეგრევე სახედ მოიწიოსყოველთა ქრისტეანეთა ზედა, და ჟამად-ჟამად შემოხდეს საცთური სოფელსა შინა, დაგანქარდეს სარწმუნოებაჲ, მოოხრდენ ეკლესიანი, დაირღუენ საკურთხეველნი, შემცირდენ წმიდანი, და განმრავლებითა მით უშჯულოებისაჲთა განხმეს სიყუარულიმრავალთაჲ. მას ჟამსა რბიოდიან ყოველნივე და ეძიებდენ სიტყუასა ღმრთისასა და არაჰპოვებდენ, რამეთუ დაძუელდენ ყოველნი წიგნნი, მოისრნენ მოძღუარნი, და თუვინმე იპოოს მას ჟამსა შინა და ჰმოძღურიდეს, კაცად-კაცადმან ჭეშმარიტებისაგანსასმენელნი თვისნი გარე-წარიქცინნენ და ზღაპრებასა მიექცნენ.
ხოლო ჩუენდა სიფრთხილე ჯერ-არს ამას ყოველსა ზედა, ვითარცა წმიდაჲმოციქული იტყვის და ტიმოთეს ასწავებს. ხოლო აწ თქუენ გითხრობ, საყუარელნო, რამეთუ აღდგენ ეპისკოპოსნი ეპისკოპოსთა ზედა, მღდელნი მღდელთა ზედა, მოწესენი მოწესეთა ზედა, ერნი ერთა ზედა, ვიდრე სისხლადმდე. ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ წმიდათა მოციქულთაცა თანა იპოვა შინა-განმცემელი. მაშინ იყუნენბრძოლანი ნათესავთანი ნათესავთა ზედა, მეფენი მეფეთა ზედა, და იყუნენ სიყმილნიდა სრვანი და ძრვანი ადგილდ-ადგილდ. და ესე ყოველი იყოს…
“ანტისათჳს”, საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში, ტ. 2, თბ. 1966, გვ. 45.
* * *
მეთოთხმეტე საუკუნის ბიზანტიური ხელნაწერი
…ნეტარი ბერი იმასაც ამბობდა, რომ საშინელი ჟამი ახლოვდება. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მტრები დაიპყრობენ ჩვენს მიწა-წყალს და დიდი ეკლესია (აია სოფია)აღარ იქნება ღვთის ტაძარი. დიდი უბედურებები დაატყდება რომეების (ბერძნების)მიწას და იგი შეწყვეტს არსებობას ღვთის დიდი განგებულებით. კვდებიანცალკეული ადამიანები, კვდებიან ქალაქები, კვდებიან მთელი ერებიც, რამეთუარაფერია ამ ცისქვეშეთში მუდმივი, გარდა მარადიული ღვთის ხატად და მსგავსადშექმნილი ადამიანის მარადიული სულისა. დასავლეთის ქრისტიანების დახმარებისიმედი ნუ გექნებათ, – იმის მოლოდინით, რომ ისინი იარაღს აიღებენ და აღდგებიანსაერთო ქრისტიანული მემკვიდრეობის დასაცავად. ნუ ელით, რადგან დასავლეთისქრისტიანები არ არიან ქრისტიანები. ისინი წარმართები არიან.
… ეს ჯერ კიდევ არ იქნება ქვეყნის აღსასრული. იგი მოგვიანებით მოიწევა, დამისი ჟამი ღვთის ხელშია, იმავდროულად – ადამიანთა ხელშიც. საყოველთაო მკისნამგალს ღმერთი მაშინ გამოგზავნის, როდესაც ადამიანთა სიბოროტე სიმწიფისსაზღვარს მიაღწევს. სანამ ქვეყნად ბოროტ ადამიანებთან ერთად მართალნიცცხოვრობენ და სანამ დგას ქრისტეს ეკლესია, რომელსაც “არა შეუგინებიეს სამოსელიმისი” (გამოცხ. 3,4), მანამდე ქვეყანაზე ბოროტება ვერ მომწიფდება. ხოლო როდესაცაღარ იქნებიან მართალნი და ბოროტების ოკეანე მთელ მსოფლიოს დატბორავს, მაშინმოიწევა ქვეყნის აღსასრული, იგი დაიწვება და გაქრება, რათა გარდაისახოს ახალ,სრულყოფილ ქვეყნად, რომელშიაც სიმართლე მკვიდრობს (2 პეტ. 3,9-12). ყველაუბედურება, რაც კი ყოფილა ქვეყანაზე, ვერ შეედრება იმას, რაც ბოლო ჟამს იქნება.მაშინ დადგება მწუხარების ჟამი მთელ მსოფლიოში, ადამიანები შეიძულებენერთმანეთს, ერთმანეთის შიში ექნებათ, ადამიანი ადამიანს აღარ დაუჯერებს.უბედურებები უფრო საშინელი უბედურებებით შეიცვლება, შიში – შიშით,საშიშროება – საშიშროებით, ტკივილი – ტკივილით, მწუხარება – მწუხარებით.მაგრამ ადამიანები გონს ვერ მოეგებიან და არ შეუვრდებიან ღმერთს, რომელსაცძალუძს მათი გადარჩენა. პირიქით, ამ მწუხარებებს ის მოყვება, რომ ყოველგვარისულიერი ცხოვრება განქარდება: ადამიანი იმდენად იქნება გაბოროტებული,გაქვავებული, დაბნელებული და შთანთქმული ერთადერთი საზრუნავით – როგორმეიარსებოს, რომ სულიერი ცხოვრებისათვის აღარც ნებისყოფა ექნება, აღარც ადგილიგულში, და აღარც სულიერი ცხოვრების მასწავლებლები იქნებიან, რადგან ისინიცწუთისოფელს აედევნებიან და ღვთის ეკლესიები ზოგი ცარიელი იქნება, ზოგიდანგრეული, ზოგიც სულიერად შებილწული უღირსი მწყემსმთავრებისა დამწყემსების მიერ. უბედურებებისა და ქაოსის ქარ-ცეცხლში ქვეყნად ანტიქრისტეგამოცხადდება. ის მოვა როგორც დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი, კეთილიმმართველი, რომელსაც ძალუძს მსოფლიოს მოწესრიგება. სინამდვილეში ის იქნებაყველაფრის მტერი, ყოველგვარი სიკეთის მოძულე, ტირანი და ბოროტმოქმედი,მისნაირი არც ყოფილა ქვეყანაზე და არც იქნება.
ყოველი ადამიანი აღრიცხული იქნება; არა მხოლოდ ყოველი საქმე და ცხოვრება,არამედ სიტყვაც და თვით სულიერი ცვლილებაც მუდმივი ზედამხედველობისა დასასჯელის ქვეშ იქნება, ისე, რომ ადამიანი შიშისაგან ფიქრსაც კი გადაეჩვევა, რომ მისსახეზე უნებურად არ აისახოს ისეთი რაიმე, რაც მსოფლიო მმართველის, ანუანტიქრისტეს ხელმწიფებას არ ეთანხმება. ყოველგვარი შრომა, ყოველი გოჯი მიწა დახორბლის მარცვალი ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ იქნება.
მოიწევა სტიქიური უბედურებები და მეტისმეტ სიცხეს მეტისმეტი სიცივეშეცვლის, გვალვას წყალდიდობები; საშინელი გრიგალები დიდ ნგრევას გამოიწვევს;ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები, სნეულებები ადამიანებში, ცხოველებსა დამცენარეებში, დედამიწის მაცხოვრებლებს თავზარს დასცემს დასასოწარკვეთილებაში ჩააგდებს. მიწის ნაყოფიერება და მისი დამუშავება აღარ იქნებაღვთისგან ნაკურთხი და ამიტომ საშინელი შიმშილი და ყოველმხრივ სრულისიმწირე დაისადგურებს. მხოლოდ “მხეცის” ნიშნის (ანუ სატანის ნიშნის) მიმღებთექნებათ უფლება იარსებონ გარკვეულ დრომდე, თუმცაღა ყველაზე უფრო მონურ დადამცირებულ პირობებში, უკიდურეს სიღატაკეში და ღვთისგან ადამიანისთვისმინიჭებული ღირსების შელახვით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქრისტესსახელი სრულიად აღიხოცოს ადამიანის გულიდან. ჭეშმარიტად ჯოჯოხეთურისამეფო დაისადგურებს დედამიწაზე. ღვთის ადამიანები ძალიან მცირედნიშემორჩებიან. დადგება ჯოჯოხეთის მეუფება დედამიწაზე…
ქრისტეს ეკლესია სასტიკად იქნება დევნილი, რათა სრულიად აღიგავოს მიწისპირისაგან, რადგან სანამ მადლმოსილი მღვდლის მიერ საღვთო წირვა აღესრულება, დედამიწაზე ეშმაკის მეფობა ვერ აღსრულდება. ყოველი საღვთო ლიტურგია არისღვთის მყოფობა დედამიწაზე და უწყება ქრისტეს გამარჯვებისა ეშმაკსა დასიკვდილზე. ქრისტეს ეკლესიის დევნა იქნება აშკარაც და ფარულიც, საიდუმლო დახილული, კერძო და საყოველთაო, ყველგან და ყველანაირად. იქნება მოწამეთაგარკვეული რიცხვი, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის. მაგრამ იქნება მრავალიგანდგომილიც, რომლებიც მხეცის ნიშანს მიიღებენ. ამ განდგომილებს, – სუსტებს, უვარგისებს, დიდი ხანია ამზადებდნენ ბოროტი ძალები. ისინი მრავალი საუკუნისგანმავლობაში უთხრიდნენ ძირს ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ იცოდე, ჯოჯოხეთისყველაზე მძლავრი ძალები, “ბჭენი ჯოჯოხეთისანი”, ვერ მოერევიან ეკლესიას (მათ. 16,8), რომელში ყოფნაც აღგვითქვა უფალმა ქრისტემ ქვეყნის აღსასრულამდე (მათ. 28,20). ეს ეკლესია დაუნდობლად იქნება დევნილი და დაიმალება გამოქვაბულებში, უფსკრულებში და უდაბნოებში, მის მსახურებზე ღვთის მადლი იქნება დავანებული, და ღმერთი არ დაუშვებს, რომ დიდმა მტერმა მოსპოს ისინი. ძმანო, დაუკვირდითქვეყნის აღსასრულის ნიშნებს, რომლებიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, მისმაწინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა განგვიცხადეს, და ნუ მოუძლურდებითღვთისადმი სასოებაში.
«Размышление смиренного сердца», перевод Амвросия Погодина, М. 1991.
* * *
წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი
“ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიანსაცთურნი” (მათ. 18,7), – წინასწარ გვამცნო უფალმა. უფლის მიერაა დაშვებულისაცთურის მოსვლაც და მათგან გამოწვეული ზნეობრივი უბედურებაც. ქვეყნისაღსასრულის წინ საცთურები ისე გაძლიერდებიან და გამრავლდებიან, რომ”განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ” (მათ. 24,12), “ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუყანასა ზედა” (ლუკ. 18,8)? “ქუეყანა ისრაჲლისა”, – ეკლესია, იქნება “გარემიქცეულ (აქ: აოხრებული –მთარგმ.) მახჳლისაგან” – საცთურთა მომაკვდინებელი ძალადობისაგან – და “ოჴერ(ცარიელი, აოხრებული) ყოვლითურთ” (ეზეკ. 38,8). ღვთისნიერი ცხოვრება მეტადგაძნელდება, რადგან საცთურთა შორის მცხოვრებმა შეუძლებელია არ განიცადოსმათი ზემოქმედება. როგორც ყინული კარგავს სიმტკიცეს სითბოსგან და ურბილესწყლად იქცევა, ასევე კეთილი განზრახვით აღსავსე გულიც, – საცთურთაზემოქმედების შედეგად (მით უფრო, თუკი ზემოქმედება მუდმივია), სუსტდება დაიცვლება. ღვთისნიერი ცხოვრება მეტად გაძნელდება განდგომილებისსაყოველთაოობის გამო. გამრავლებული განდგომილები, გარეგნულად თავსქრისტიანებად მოაჩვენებენ და ქრისტიანებად იწოდებიან კიდეც. ეს მათგაუადვილებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა დევნას; გამრავლებული განდგომილებიმრავალრიცხოვანი ხრიკებით გარშემოერტყმიან ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მათ კეთილგანზრახვებს – ცხონებისა და ღვთის მსახურებისა, დაუპირისპირებენ ურიცხვდაბრკოლებებს, როგორც წმ. ტიხონ ვორონეჟელი (ზადონელი) აღნიშნავს, –იმოქმედებენ ღვთის მონების წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობით,ცილისწამებით, ცბიერი ხრიკებით, სხვადასხვაგვარი საცთურებით და სასტიკიდევნით. სოფლის მაცხოვარმა ნაკლებადცნობილი და შორეული ნაზარეთი მოძებნა,რათა დამალვოდა ჰეროდესა და მისდამი სიძულვილით აღსავსე მწიგნობრებს,ფარისევლებსა და იუდეის მღვდელმთავრებს. ასევე, უკანასკნელ ჟამს, ჭეშმარიტიმონაზონი ძლივს იპოვის რომელიმე შორეულ და უცხო თავშესაფარს, რათა მასშიგარკვეული თავისუფლებით ემსახუროს ღმერთს და არ მიჰყვეს განდგომილებისა დაგანდგომილთა ძალადობას ეშმაკის მსახურებისკენ… ჰოი, უბედურებათა უბედურება,რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მონაზვნებიგულისხმაყოფენ, და შეუცნობელია მათთვის, რომელთაც მოიცავს და დაღუპავს იგი!
Святитель Игнатий Ставропольский «Приношение современному монашеству», М. 2001, стр. 196.
* * *
წმ. თეოფანე დაყუდებული
“გონებაში იხატება მეტად უნუგეშო სურათი ბოლო ჟამის ადამიანთა ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობისა. სახარება ყველასთვის იქნება ცნობილი. ადამიანთაერთი ნაწილი არ ირწმუნებს სახარებას, მეორე, მცირე ნაწილი, მწვალებლობაშიიქნება, არ გაჰყვება ღვთივმონიჭებულ სწავლებას, არამედ თავის სარწმუნოებასგამოიგონებს, თუმცაღა საღვთო წერილის გამოყენებით. ასეთი გამოგონებულისარწმუნოებები უთვალავი იქნება. ისინი ახლაც ბევრია, მაგრამ უფრო მეტადგამრავლდება… ადამიანთა ერთი ნაწილი იქნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისმპყრობელი – იმ სარწმუნოების, რომელიც წმიდა მოციქულებმა გადმოგვცეს დამართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული; მაგრამ ამათგანაც არცთუ მცირე ნაწილიმხოლოდ სახელით იქნება მართლმორწმუნე, გულში კი არ ექნებათ ის წყობა,რომელსაც სარწმუნოება ითხოვს, რამეთუ წუთისოფელზე იქნებიან შეყვარებულნი.აი ამგვარი დიდი განდგომილებაა მოსალოდნელი. მართალია ქრისტიანული სახელიყველგან გაისმება და ყველგან იქნება საეკლესიო ტაძრები და განწესებები, მაგრამ ესყოველივე გარეგნული იქნება, ხოლო შიგნით – ჭეშმარიტი განდგომილება. ამნიადაგზე დაიბადება ანტიქრისტე და ამავე გარეგნული სულით აღიზრდება, საქმისარსის გარეშე. შემდეგ თავს მისცემს სატანას, აშკარად განუდგება სარწმუნოებას დაბოროტის მაცთუნებელი ხრიკებით შეიარაღებული ყველას, ვინც ჭეშმარიტადქრისტიანი არ იქნება, გაიყოლებს უფალ ქრისტესგან ჭეშმარიტ განდგომაში,აიძულებს თვითონ იგი აღიარონ ღმერთად”.
Епископ Феофан. Беседовательное толкование Второго Послания к Солунянам, стр. 58-61.
* * *
ღირსი ანატოლი ოპტინელი
შვილო ჩემო, იცოდე, რომ მოციქულის სიტყვის თანახმად უკანასკნელ დღეებშიმძიმე ჟამი დადგება. კეთილმსახურების სიმწირის გამო ეკლესიაში მწვალებლობებიდა განხეთქილებები გაჩნდება, და როგორც წმ. მამები წინასწარმეტყველებდნენ,მღვდელმთავართა საყდრებზე და მონასტრებში ვეღარ იხილავენ გამოცდილ დასულიერ ცხოვრებაში დახელოვნებულ ადამიანებს. ამის გამო ყველგანმწვალებლობები გავრცელდება და მრავალს აცთუნებს. კაცთა მოდგმის მტერიმზაკვრულად იმოქმედებს, რათა თუკი შესაძლებელი იქნება, რჩეულნიც ჩააგდოსერესში. ის არ შეუდგება წმიდა სამების, იესო ქრისტეს ღმერთობისა დაღმრთისმშობლის შესახებ დოგმატების უხეშ უარყოფას, არამედ შეუმჩნევლადდაიწყებს სული წმიდის მიერ შთაგონებული წმიდა მამების მიერ გადმოცემულიეკლესიის სწავლების, მისი სულისა და წეს-განგების გამრუდებას. მტრის ცბიერებასდა მის ქმედებებს მხოლოდ მცირედნი შეამჩნევენ, სულიერ ცხოვრებაში ყველაზემეტად გამოცდილნი. ერეტიკოსები ძალაუფლებას მოიპოვებენ ეკლესიაზე დაყველგან თავის მსახურთა დადგენას შეუდგებიან. კეთილმსახურებაუგულებელყოფილი იქნება. მაგრამ უფალი არ დატოვებს თავის მსახურებსდაუცველად და უმეცრებაში. მან ბრძანა: “ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი” (მათ7,16). აი, შენც ეცადე ნაყოფით, ანუ მოქმედებით გაარჩიო ერეტიკოსები ჭეშმარიტიმწყემსებისაგან. ისინი სულიერი ქურდები არიან, სულიერი სამწყსოს დამტაცებლები,და, როგორც უფალი ამბობს, ცხვრის ეზოებში – ეკლესიაში – სხვა მხრიდან შევლენ, –ანუ შევლენ უკანონო გზით, ძალადობით შემუსრავენ ღვთის განწესებებს. უფალიმათ ავაზაკებად მოიხსენიებს.
სინამდვილეში მათი პირველი საქმე ჭეშმარიტი მწყემსების დევნა იქნება, მათიდაპატიმრება, რადგან უამისოდ შეუძლებელია ცხვრების დატაცება. ამიტომ, შვილო,როდესაც იხილავ ეკლესიაში საღვთო განწესების, მამათა გადმოცემის, ღვთის მიერდადგენილი წესრიგის შებღალვას, იცოდე, რომ მწვალებლები უკვე გამოჩენილან,თუმცა, შესაძლოა, გარკვეულ დრომდე მალონ თავიანთი უსჯულოება, ანდაშეუმჩნევლად ამახინჯონ საღმრთო სარწმუნოება, რათა უფრო მეტ წარმატებასმიაღწიონ გამოუცდელთა შეცდენითა და ბადეებში გახვევით. იქნება როგორცმწყემსების, ასევე ღვთის მონების (ერისკაცების – მთარგ.) დევნა, რადგან ეშმაკი,მწვალებლობის წინამძღოლი, ვერ ითმენს კეთილმსახურებას. შეიცანი მათში ცხვრისტყავში გახვეული მგლები მათი ამპარტავნული ზნით, სიამეთმოყვარებით,მთავრობისმოყვარებით, – ისინი იქნებიან ცილისმწამებლები, გამცემლები, ყველგანმტრობისა და სიძულვილის მთესველები; ამიტომაც თქვა უფალმა, მათი ნაყოფითიცნობებიანო. ღვთის ჭეშმარიტი მონები – მდაბალნი, ძმათმოყვარენი და ეკლესიისმორჩილნი არიან.
ერეტიკოსები დიდად შეავიწროებენ მონაზვნებს და მონაზვნური ცხოვრება იმდროს საძრახისი იქნება. მონასტრები დაცარიელდება, მონაზვნები შემცირდებიან,ხოლო ვინც დარჩება, ძალადობის დათმენა მოუწევს. ეს მონაზვნური ცხოვრებისმტრები, რომელნიც მხოლოდ მოჩვენებით იქნებიან კეთილმსახურნი, ეცდებიანმონაზვნების გადაბირებას, დაპირდებიან მათ მფარველობასა და ცხოვრებისეულსიკეთეებს, ურჩებს კი გაძევებით დაემუქრებიან. ამ მუქარის გამო სულმოკლეებსდიდი ურვა დაატყდებათ თავს. თუკი იმ დრომდე მიაღწევ, შვილო ჩემო, გიხაროდეს,რადგან მაშინ მორწმუნეთათვის, რომელთაც სხვა სათნოებები არ ექნებათ,სარწმუნოებაში მყარად დგომისათვის იქნება გამზადებული გვირგვინები, თანახმადუფლის სიტყვისა: “ყოველმან რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, მეცა აღვიაროწინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა”.
შვილო ჩემო, გეშინოდეს უფლის შეურაცხყოფისა, გეშინოდეს გვირგვინისდაკარგვისა, გეშინოდეს, ქრისტესგან განგდებული არ აღმოჩნდე ბნელ გარესკნელსადა საუკუნო სატანჯველში. მტკიცედ დადექი სარწმუნოებაში და თუ საჭირო იქნება,სიხარულით დაითმინე გაძევება და სხვა მწუხარებები, რამეთუ უფალი და წმიდამოწამეები იქნებიან შენთან; ისინი სიხარულით შეხედავენ შენს ღვაწლს. უბედურებაეწევათ იმ დღდეებში იმ მონაზვნებს, რომლებიც შეიკვრებიან ქონებითა დასიმდიდრით და განსვენების სიყვარულით მზად იქნებიან დაემორჩილონმწვალებლებს. ისინი სინდისს ამ სიტყვებით დაიმშვიდებენ: “ჩვენ დავიცავთ დაგადავარჩენთ მონასტერს”.
ერესთან ერთად ეშმაკი შევა მონასტერში და ეს უკანასჯკნელი უკვე წმიდამონასტერი კი არა, უბრალო კედლები იქნება, მადლი განეშორება ასეთ მონასტრებს.მაგრამ ღმერთი მტერზე ძლიერია და თავის მონებს არასოდეს მიატოვებს, ჭეშმარიტიქრისტიანები ქვეყნის აღსასრულამდე იქნებიან, ისინი განმარტოებულ ადგილებსა დაუდაბნოებს შეაფარებენ თავს.
ნუ შეუშინდებით მწუხარებებს, გეშინოდეთ ერეტიკოსთა თავხედობისა,რომლებიც ადამიანის ღვთისგან განშორებას შეეცდებიან, ამიტომაც ბრძანა ქრისტემ,წარმართებად და მეზვერეებად მივიჩნიოთ ისინი.
ამგვარად, შვილო ჩემო, განმტკიცდი იესო ქრისტეს მადლით. სიხარულითისწრაფე აღმსარებლობის ღვაწლისკენ და დაითმინე ტანჯვა-წვალება, როგორც იესოქრისტეს კეთილმა მხედარმა; უფალი ბრძანებს: “იქმენ მორწმუნე ვიდრესიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ” (გამოცხ. 2.10). მისა შვენისდიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითიუკუნისამდე. ამინ.
“Православный путь”, стр. 146. Джорданвилл, 1992.
* * *
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი