მარიამობა – წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

მარიამობა – წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

…სიკვდილი ერთისა კაცისა არის დიდი მოკლება მრავალთა სხვათა კაცთათვის. გარნა არა ესრეთი იყო მიცვალება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. რანაირად? ესრეთ, რომელ ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან, ვითარცა თქმულ არს საღმრთოსა გალობასა შინა დღეინდელისა დღისასა, “შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა”. სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ჰხედვიდენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რაოდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებელსა; გარნა ოდესაც იგი გარდავიდა ამიერ სოფლითგან და შევიდა დიდებასა შინა ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა, მაშინ იგი შეიქმნა მრთელისა ქვეყნისათვის წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. ურიცხვნი შემთხვევანი, მოთხრობა ყოველთა საუკკუნეთა და სრულიად ყოველთა ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა ცხოვრება და სასოება მოწმობენ, თუ რაოდენი მადლი და წყალობა წარმომდინარეობს ყოველთა კაცთათვის ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაგან.
წყარო: martlmadidebloba.ge