სერბი იერარქების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა კრეტაზე მიღებულ საკამათო დოკუმენტს

სერბი იერარქების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა კრეტაზე მიღებულ საკამათო დოკუმენტს

ბელგრადი, 2016 წლის 22 ივლისი.

სერბული დელეგაციის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კრეტაზე ჩატარებულ კრებაში, უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ საკამათო დოკუმენტისთვის – ”მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”. ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოჩნდა, უკვე დაადასტურა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა ვებგვერდზე “Romfea”.

“მინდა ავღნიშნო, რომ მე არ ვიყავი ერთადერთი სერბი იერარქი კრეტაზე შეკრებილთაგან, რომელმაც უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე. ჩვენი ეპისკოპოსების უმრავლესობამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, უფრო მეტიც, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ბევრმა სხვა იერარქმაც”, აცხადებს ეპისკოპოსი ირინეოსი.

“აქედან გამომდინარე დოკუმენტი ძალადაკარგულია, რადგან ირღვევა კრებსითობის პრინციპი (რომელსაც ჩვენ 1961 წლიდან მკაცრად ვიცავთ), როდესაც დოკუმენტზე ეპისკოპოსის ხელმოწერა აუცილებელია და არ აწერს, ეს დოკუმენტი უკვე ხდება ძალადაკარგული” – ხაზი გაუსვა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა.

კრეტის კრების აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდა ოფიციალურ ვებგვერდზე. დოკუმენტის ქვემოთ სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა დამსწრე დელეგატის სახელია მითითებული და  იქმნება შთაბეჭდილება, რომ სერბმა ეპისკოპოსებმა ერთხმად მოაწერეს ხელი აღნიშნულ და სხვა მიღებულ დოკუმენტებს. თუმცა, სინამდვილეში, მხოლოდ ეპისკოპოსთა მცირე რაოდენობამ მოაწერა ხელი, მათ შორის სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა.

წყარო: romfea.gr