მეუფე იერემია: “სად და როდის უწოდებდნენ წმინდა მამები ერესს და განხეთქილებას “ეკლესიას”?”

მეუფე იერემია: “სად და როდის უწოდებდნენ წმინდა მამები ერესს და განხეთქილებას “ეკლესიას”?”

კრეტის კრებასთან დაკავშირებით გორტინის მიტროპოლიტმა სამწყსოს მიმართა

“როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო, რომ კრეტაზე ჩატარებულ წმინდა და დიდ კრებას ერეტიკოსები მოეხსენებინა “ეკლესიებად”, – კითხულობს მეუფე, – “მათ თქვეს, დაწერეს და  ხელი მოაწერეს ტერმინს “სხვა მრწამსის ქრისტიანული ეკლესიები”. ახლა ერეტიკოსებიც ეკლესიად იწოდებიან? მაშინ რომელ ერთ ეკლესიაზე ვსაუბრობთ მრწამსში?”

ყველაზე ცუდი ის არის, რომ სხვა მრწამსის საკრებულოს უწოდეს ეკლესია, ამით მათ მიანიჭეს წონა და საქმე წარმოაჩინეს იმგვარად, თითქოს ამ პოზიციას ჰქონდეს ისტორიული საფუძველი.

“მართლმადიდებლური ეკლესია ცნობს არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიების და კომფესიების ისტორიულ სახელწოდებას”… რას ნიშნავს “ისტორიულ სახელწოდებას”?  სად და როდის უწოდებდნენ წმინდა მამები ერესს და განხეთქილებას “ეკლესიას”? არსად და არასდროს!”

მეუფეს აზრით, ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია,  რომ ადგილობრივმა ეკლესიებმა და კრების დელეგაციის მრავალმა წევრმა, ხელი მოაწერეს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც არასწორია დოგმატური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით.

მიტროპოლიტმა იერემიამ მადლობა გამოუცხადა ნავპაქტიის მიტროპოლიტ იეროთეოზს და სხვა იერარქებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს “მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”. მეუფემ ისინი შეადარა წმინდა მარკოზ ეფესელს – რომელმაც ერთადერთმა არ მოაწერა ხელი უნიას ფერერა-ფლორენციის კრებაზე.

მიტროპოლიტმა იერემიამ განახცადა, რომ როგორც ეპისკოპოსი უერთდება მათ, რომელთაც ხელი არ მოაწერს “დოგმატური თვალსაზრისით მცდარ” დოკუმენტს:

“ჩვენ, გორტინისა და მეგალუპოლის ეპარქია, მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ, რადგან “ეკლესიებად” არ ვაღიარებთ ერესებსა და განხეთქილებებს”.

წყარო: aktines.blogspot.ru