კონსტანტინოპოლში, 1934 წლის შემდეგ პირველად, წმ. სოფიას საკათედრო ტაძარში შაბათს აზანი* შესრულდა.
ცერემონიალიში, რომლის ტრანსლირება ტელევიზიით ხდებოდა, მონაწილეობას იღებდა თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი. ბოლო 4 წლის მანძილზე აზანი ტაძრის მინარეთებიდან ისმოდა, თუმცა იმამები მოწოდებისთვის სპეციალურ ოთახს იყენებდნენ და არა უშუალოდ კათედრალის ტერიტორიას, რომელიც ამჟამად მუზეუმის სტატუსით სარგებლობს (1934 წლიდან).
თურქეთის პრეზიდენტის თაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, რამადანის პერიოდში წმ. სოფიას ტაძარში ყურანი ყოველდღე იკითხება. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად დაგმო საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
– – –
* აზანი მუსულმანების აუცილებელ ლოცვაზე მოწოდებას ნიშნავს. იგი ცრუ წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერაა დაწესებული – რედ.