სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 2016 წლის 15 ივნისს გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საერთო მართლმადიდებლურ კრებაში.
ამასთან, სინოდის განჩინებაში ნათქვამია, რომ სერბეთის ეკლესია კატეგორიულად მოითხოვს, რომ კრებაზე განხილული იქნას არა მარტო სერბეთის ეკლესიის მიერ წამოჭრილი პრობლემები და საკითხები, არამედ იმ ადგილობრივი ეკლესიებისაც, რომლებიც არ ესწრებიან კრებას.
ამ მიზნით წმინდა და დიდი კრება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ არ მოხდება ყველა საკითხის განხილვა და ამიტომ კრება არ უნდა იქცეს წინაწარ მომზადებული და შემუშავებული რეგლამენტების მძევლად. მხოლოდ სრული კონსენსუსის შემთხვევაში შესაძლებელია მიჩნეულ იქნას იგი წმინდა და დიდ კრებად.
სინოდის განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ კრებაზე დამსწრე ადგილობრივი ეკლესიები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თავმჯდომარეობით შეუვალნი იქნებიან თავიანთ პოზიციაში, რომ კრებაზე არ დამსწრე ეკლესიები სერიოზული მიზეზის გარეშე ახდენენ კრების ბოიკოტირებას და თუ დამსწრე ეკლესიები უარს იტყვიან განიხილონ ყველა წამოჭრილი საკითხი, პრობლემები და უთანხმოებანი, მაშინ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, სამწუხაროდ, იძულებულნი იქნებიან დატოვონ კრების სხდომა და ამით შეუერთდნენ იმ ადგილობრივი ეკლესიების რიგებს, რომლებმაც უარი თქვეს საერთო მართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობაზე.
წყარო: spc.rs