წმ. ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (ღირსი გაბრიელ ურგებაძის) გადარჩენა

წმ. ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (ღირსი გაბრიელ ურგებაძის) გადარჩენა

საქართველოში ყველასათვის არის ცნობილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე ღირსი მამა გაბრიელის შესახებ, რომლის წმინდა ნეშტს მრავალი მორწმუნე ადამიანი მიეახლება რწმენითა და სასოებით.

მოგვითხრობენ შემდეგ ეპიზოდს ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:

ერთხელ, ახალგაზრდობაში, იგი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.

ამ დროს ზღვის ტალღებზე წამოიმართა მღვდელმთავრის ძვირფასი სამოსით შემოსილი სპეტაკი წვერით შემკული ადამიანი, რომელმაც მკაცრად მიმართა გემის კაპიტანსა და მის თანაშემწეებს:

– სად არის თქვენი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენი დაუდევრობით ზღვაში იხრჩობა ადამიანი?

მისი მითითებით კაპიტანმა სასწრაფოდ უხმო მეზღვაურებს, რომლებიც ნავში ჩასხდნენ და აჩქარებით მოუსვეს ნიჩბებს.

მეზღვაურებმა ცოცხალ-მკვდარი ახალგაზრდა ნავში აიყვანეს და ნაპირზე გავიდნენ. როდესაც ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს, მერეღა მოიკითხეს მისი მეოხმყოფელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადარჩენილს უპოვეს მკერდზე ჩამოკიდებული წმიდა ნიკოლოზის ხატი, შეიცნეს მასში მშველელის ჭეშმარიტი ვინაობა.

წყარო: orthodoxy.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial