თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ იქადაგა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს ადამიანი ცოდვებისგან და მოიკრიბოს ძალა, რათა განიკურნოს ვნებებისგან.
წყარო: palitratv.ge