– საიტები იზიდავენ უამრავ მოზარდს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს;
– სწორედ იქ, სადაც გულუბრყვილო მოზარდები აკეთებენ არასწორ არჩევანს და გულახდილად გამოხატავენ პირადულ განცდებსა თუ შეგრძნებებს, თავს იყრიან საფრთხის მომტანი ზრდასრულები, ზოგჯერ ”სექსუალური მტაცებლებიც” კი.
დაუფიქრებლად მოზარდები ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც წარმოშობენ არასასურველ შედეგებს:
– პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება, ინფორმაციას ეცნობა და ის შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ კეთილმა, არამედ ცუდმა ადამიანმაც;
– განუსაზღვრელი გატაცება, ქსელში ყოფნისათვის მთელი თავისი დროს ხარჯვა იწვევს იმას, რომ ახალგაზრდები უარს ამბობენ ამ ასაკისათვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობაზე და გართობაზე, რითაც ხელოვნურად ზღუდავენ საკუთარ განვითარებას;
– არის შემთხვევები, როდესაც დივიანტური ქცევისა ან მიდრეკილების მქონე ახალგაზრდები ამყარებენ კავშირებს თავისნაირ არა მარტო ახალგაზრდებთან, არამედ ზრდასრულებთანაც, აყალიბებენ სახიფათო გაერთიანებებს და მათში ითრევენ თანატოლ მეგობრებს. ისინი ქმნიან ილუზიას, რომ დივიანტური ქცევა – წარმოადენს ნორმას, ამან კი გაერთიანების ცალკეული წევრი ან ჯგუფი შეიძლება მიიყვანოს სახიფათო ქცევამდე;
– სამწუხაროდ არც თუ იშვიათია უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალების გამოქვეყნებისა და მასობრივი დაგზავნის შემთხვევები;
– არანაკლები ხიფათის შემცველია სარისკო სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადაც გულუბრყვილოები შეიძლება იქცნენ ”სექსუალური მტაცებლების”, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან ”სექსუალური თამაშების” მოყვარულთა მსხვერპლად.
ჩვენ არა ვართ აკრძალვის მომხრეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს ყველას.
წყარო: education.ge
* * *
და ამ დროს ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც პირდაპირ უკრძალავს მშობლებს გააკონტროლონ ბავშვის ცხოვრება, რას აკეთებს და ვის ეკონტაქტება ის.
მშობელს ასევე ეკრძალება გაუკონტროლოს ბავშვს ტელევიზიის და ინტერნეტის მოხმარება (ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რა მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს ყოველივე ეს – თუნდაც იგივე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების და მოზარდების ინტერნეტ-თამაშების შედეგად თვითმკვლელობების შემთხვევების გათვალისწინებით):
“ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა.” (მუხლი 9, 2)
“დაუშვებელია ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის, მის პირად სივრცეში, ოჯახურ ცხოვრებაში ან პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა.”
(მუხლი 9, 3)
“ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.” (მუხლი 14, 3)
“სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვისთვის მასობრივი ინფორმაციის საერთაშორისო და ეროვნული წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალების ხელმისაწვდომობას, რომლებიც მის ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება.” (მუხლი 15, 3)
აქ ნათლად ჩანს ამ კოდექსის შემქნელების მზაკვრობა: ერთის მხრივ ისინი თითქოს ავალდებულებენ ტელევიზიებს ბავშვები დაიცვან მავნე ზეგავლენისაგან (მუხლი 66) და ამავე დროს თავად მშობლებს უკრძალავენ გააკონტროლონ თუ რა ინფორმაციას იღებენ ბავშვები.
* * *
ვრცლად “ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ იხილეთ:
ZNEOBA.GE-ს რედაქცია