ბევრმა არ იცის, რომ რუსეთის იმპერიის პირველი ჯავშანავტომობილის ავტორი ქართველი ინჟინერი, თავადი მიქაელ ნაკაშიძეა (1873-1906).
მიქაელ ნაკაშიძე კავალერიის გენერალ ალექსანდრე ნაკაშიძის ვაჟი იყო. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, რომელშიც მოხალისედ წავიდა.
1904-1906 წლებში ორგანიზება გაუკეთა პირველი რუსული ჯავშანავტომობილის მშენებლობას, რომელიც “ნაკაშიძე-შარონის” სახელწოდებითაა ცნობილი. ავტომობილი იწყობოდა ფრანგული კომპანია Charron, Girardot et Voigt-ის მიერ, რომლის ერთ-ერთი განყოფილების დირექტორი სწორედ მიქაელ ნაკაშიძე იყო.
მიქაელ ნაკაშიძე ტრაგიკულად დაიღუპა 1906 წელს, ესერების მიერ რუსეთის პრემიერ-მინისტრ პეტრე სტოლიპინზე მოწყობილი თავდასხმის დროს.
სულ გამოშვებული იქნა 13 ჯავშანავტომობილი.
“ნაკაშიძე-შარონის” ჯავშანავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები:
– მასა, ტ: 2,95
– ეკიპაჟი: 4-5 კაცი
– წარმოების წლები: 1905-1908
– ექსპლუატაციის წლები: 1905-1914
– სიგრძე, მმ: 4800
– სიგანე, მმ: 1700
– სიმაღლე, მმ: 2400
– ჯავშანის სისქე, მმ: 4,5
– შეიარაღება: Hotchkiss-ის 8-მმ ტყვიამფრქვევი (საფრანგეთი)
– ძრავა: Charron-ის 4 ცილინდრიანი, ბენზინის
– სიმძლავრე: 37 ცხ.ძ.
– სიჩქარე (ტრასაზე): 45 კმ/სთ.
ZNEOBA.GE-ს რედაქცია