მეცნიერება აბორტის შესახებ

მეცნიერება აბორტის შესახებ

მეცნიერება წინ მიიწევს!

დღეისათვის ექიმ ნატანსონის დასკვნები უკვე მოძველებულია. თანამედროვე ბირთვულმა მედიცინამ თავის განვითარებაში ნახტომი გააკეთა.

1) აი, რას ამბობენ მეცნიერული დაკვირვებები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ხორციელდება:

ა) მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა!

ბ) მე-7 კვირაზე (50 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარია იმის დასადგენად, ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი. პატარა ადამიანს აქვს სრულად ჩამოყალიბებული შინაგანი და გარეგანი ორგანოები. მას აქვს თვალები, ცხვირი, ტუჩები, ენა.

გ) მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვს ბავშვებს დაბადების შემდეგ (9 თვე).

დ) მე-12 კვირაზე (92 დღე, 3 თვე) ბავშვის ყველა ორგანო მთლიანად ფორმირებულია, მას თითების ანაბეჭდებიც კი გააჩნია! რჩება მხოლოდ განვითარება! 3-თვიანი ჩანასახი განვითარების უკვე ისეთ დონეზეა, რომ ატრიალებს თავს, მოძრაობს, იმანჭება, თითებს მუშტად კუმშავს, პოულობს პირს და წოვს თითს!

2) ამ დაკვირვებებს ადასტურებს ექიმ-მეანების, ცოლ-ქმარ ვილკეს ნაშრომებიც. თავიანთი გამოკვლევებით, რომლებიც 30 ფერადი სლაიდითაა ილუსტრირებული, ისინი სუფთა სამედიცინო არგუმენტებით ამტკიცებენ, რომ აბორტი – ეს წინასწარგანზრახული მკვლელობაა და მეცნიერული თვალთახედვით შეუძლებელია რაღაც „ჯადოსნური წუთის“ სერიოზული დასაბუთება, რომლამდეც ჩანასახი ხორცის ნაჭერია, მას შემდეგ კი – ბავშვად, ადამიანად იქცევა.

3) განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8 კვირიანი (2 თვე) ჩანასახის აბორტი, რომელიც ექიმმა პაულ როკვალმა (ნიუ-იორკი, აშშ) გააკეთა:

„14 წლის წინ პაციენტს გამოვუწერე საანესთეზიო საშუალება საშვილოსნოსგარეთა ორსულობის საწინააღმდეგოდ. ჩანასახი 2 თვეზე მეტის იყო. პლანცეტა ხელში ავიღე და დავინახე ყველაზე პატარა ადამიანური სხეული, როგორსაც ოდესმე შეხებია ადამიანი. ნუშტის სითხეში საკმაოდ სწრაფად დაცურავდა მიკროსკოპული ადამიანური არსება, მამაკაცის სქესის, 5 დიუმის სიგრძე. ეს მიკროსკოპული ადამიანი სრულიად ჩამოყალიბებული გახლდათ, გრძელი, კონუსისმაგვარი თითებით. მისი კანი თითქმის გამჭირველე იყო, ხოლო თითის წვერებზე კარდაგ მოუჩანდა არტერიები და ვენები. ჩვილი აქტიურობდა, დაცურავდა ერთი წრე ერთ წამში სიჩქარით, როგორც ნამდვილი მოცურავე. როდესაც პლანცეტა გასკდა, მიკროსკოპულმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე და მიიღო კარგად ნაცნობი ამ ასაკის ჩანასახის შესახედაობა გაქვავებული კიდურებით… ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მკვდარ ზრდასრულ ადამიანს ვუყურებდი…“

4) პარიზის უნივერსიტეტის ცნობილი ფრანგი პროფესორი, უჯრედის გენეტიკის სპეციალისტი იერონიმ ლეჟენი წერს:

„როგორც ყველა მეცნიერს, რომელიც მიუკერძოებლად აკვირდება ბიოლოგიურ მოვლენებს, მე მიმაჩნია, რომ ადამიანური არსება სიცოცხლეს იწყებს განაყოფიერების მომენტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასაკის ჩანასახის განადგურება ადამიანის მკვლელობის ტოლფასია“.

პროფესორმა საფრანგეთის ზნეობრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას 1973 წ. 1 ოქტომბერს განაცხადა: „ადამიანური არსების სიცოცხლე იწყება ჩასახვის მომენტში. ამ წუთიდან იგი სრულყოფილი და უნიკალურია. ის ყოველთვის აბსოლუტურად ერთნაირია აგებულებით და მასში არაფრის შეცვლა არ შეიძლება.

ამ მიკროსკოპულ ემბრიონს თავისი სიცოცხლის მე-6 ან მე-7 დღეს, როდესაც სიგრძეში ჯერ მხოლოდ 1,5 მმ-ია, უკვე შეუძლია საკუთარ თავზე, მომავალ ბედზე ზრუნვა. მას, სწორედ მას მოაქვს დედის ციკლის შეწყვეტა, რითაც აიძულებს დედას მის დაცვას“.

5) 1981 წ. ამერიკის სენატმა, რომელიც აბორტებთან დაკავშირებით სასჯელის გაუქმებას განიხილავდა, მოითხოვა 8 უმსხვილესი სპეციალისტის აზრი ერთ საკითხთან დაკავშირებით: „როდის იწყება ჩანასახის სიცოცხლე?“ გამოკითხული 8 ავტორიტეტიდან შვიდმა განაცხადა, რომ მეცნიერული მონაცემების თანახმად (მედიცინა, ბიოლოგია და სხვ.), სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება.

მას შემდეგ აშშ-ში მიღებული კანონის სამართლიანობა სულ უფრო და უფრო ეჭვს ქვეშ დგება.

6) და ბოლოს, გვინდა მოგაწოდოთ დოქტორ ერნესტ ჰანტის დასკვნა, რომელიც მან თავის ერთ-ერთ სოციალურ-ბიოლოგიურ და ფილოსოფიურ გამოკვლევაში გააკეთა. დოქტორი ჰანტი წერს:

„განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არაა უბრალო უჯრედული მასა განსაკუთრებული, საკუთარი მახასიათებლების გარეშე. ამ სტადიაზე იგი არც ყვავილის კოკორს ჰყავს და მითუმეტეს, არც ცხოველის ჩანასახს. იგი მთლიანად და აბსოლუტურად არის ადამიანური არსების სიცოცხლე, ისეთივე სიცოცხლე, როგორც გააჩნია ახალდაბადებულ ჩვილს, ბალღს, მოზარდსა და ზრდასრულ ადამიანს. ამგვარად, აბორტის დროს იღუპება ადამაინური სიცოცხლე, ადამიანური არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლე თავისი განვითარების ყველაზე ადრეულ საფეხურზე იმყოფება“.

7) ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ უფლება გვაქვს, ვიკითხოთ: შეიძლება კიდევ დაეჭვება იმაში, რომ ჩანასახს თავისი, ავტონომიური სიცოცხლე აქვს და იგი დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანური არსებაა?

და ჩვენ კვლავ გვებადება კითხვა: „სადღაა პროგრესი? სად და ვინ არის მოწინავე? აქვს კი სიტყვებს ფასი, როცა საქმენი ღაღადებენ? სადღაა ბნელეთის მოციქულობა? ვინ წარმოადგენს მას?“ ყოველ შემთხვევაში, არა – ეკლესია.

თარგმნა ქეთევან გოგუამ
გაზეთი „მრევლი“ № 5 (29), 1999 წ.