ერთი ისტორიული ფაქტის შესახებ

ერთი ისტორიული ფაქტის შესახებ

წმიდა მეფე სოლომონ II

წმიდა მეფე სოლომონ II

“…მიუხედავად დიდი სიფრთხილისა და ძლიერი დაცვისა, იმერთა მეფემ (წმ. მეფე სოლომონ II) 1810 წლის 10 მაისის ღამეს მაინც მოახერხა გაქცევა ქაიხოსრო წერეთლის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

მეფემ მოსამსახურის ტანისამოსი ჩაიცვა, ლოგინში თავისი პირისფარეში ჩააწვინა, ნაცრით პირსახე მოისვარა, თუნგით ხელში (დავით ბატონიშვილის სიტყვით ტიკჭორით) ორ დარაჯს გაუარა და შეკითხვაზე თამამად უპასუხა, რომ იგი მეფის მსახურია და მტკვარზე მიდის წყლის მოსატანად. შემდეგ მეფე ქალაქის გალავნიდან გაიყვანეს. გალავნის გარეთ მას ელოდნენ გაქცევის ორგანიზატორები: ქაიხოსრო, გიორგი და ორი სიმონ წერეთელი, დავით და გიორგი ერისთავები, როსტომ ნიჟარაძე, დავით აბაშიძე, ბერი ლორთქიფანიძე და სხვანი, სულ 23 ცხენოსანი. მათი თანხლებით მეფე ახალციხის მიმართულებით გაუჩინარდა.”

მიხეილ რეხვიაშვილი “იმერეთის სამეფო 1462-1810” გვ. 374.

P.S.
წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ და მას ეწოდა წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული, მისი ხსენების დღედ კი დადგინდა 20 თებერვალი (07. 02 ძვ. სტ.). მანამდე კი წმიდა მეფის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial