“ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში ნარკომანიის მხრივ…” – ექიმი დავით გადელია

“ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში ნარკომანიის მხრივ…” – ექიმი დავით გადელია

david gadelia

დავით გადელია

“კანაფის ფესტივალიო…. ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში ნარკომანიის მხრივ – ლამის 90იან წლებს მაგონებს! გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყვანეს მკვდარი, სავარაუდოდ ნარკოკომით (ექსპერტიზაზეა), გუშინ – 35 წლის ბიჭი, ასევე თითქმის მკვდარი და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა “ღუდუშაურშიც” მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ (90-იანების სტილი). შემთხვევით გადარჩა…

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! გულით თანაგიგრძნობთ კოლეგებო, განსაკუთრებით – 112 ექიმებო!! ვხვდები რა მძიმე დღეშიც ხართ!

ამ იდიოტებმა კიდე – ფესტივალიო…” – წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახ. კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

წყარო: დავით გადელია

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial