თეატრის შესახებ

თეატრის შესახებ

წმინდა მამები წერდნენ, რომ დემონები ადამიანთა ვნებებით საზრდოობენ, როგორც ვამპირები სისხლითო: ამიტომ თეატრს თავისი ოკულტური ასპექტი, თავისი ოკულტური ველი აქვს. ნიშანდობლივია, რომ ძველი ეკლესიის წესების მიხედვით (კანონებით) ნათლისღებაზე არ დაიშვებოდნენ კერპების დამამზადებელნი, მეძავნი და მსახიობები; ხოლო თუ კი ვინმე ნათლობის შემდეგ შეუდგებოდა ამ „ხელობებს“, ისინი განეყენებოდნენ ზიარებისა და ლოცვითი ერთობისაგან. არსებობს ასეთი საეკლესიო კანონი: მომავალმა მღვდელმა ცოლად არ უნდა მოიყვანოს მსახიობი ქალი, დაე, თუნდაც იგი ქალწული იყოს, რადგან შინაგანი სიწმინდისა და უზაკველობის შენარჩუნება კლეოპატრასა თუ მესალინას როლების შესრულებისას შეუძლებელია. თუ კი თანამედროვე ლიბერალები თეატრს „ხელოვნების ტაძარს“ უწოდებენ, იბადება კითხვა: ბაიადერების ქვეშ ვიღას გულისხმობენ ისინი?

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წიგნიდან „შეფარული დემონიზმი“