მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოების საეპარქიო კრების განცხადება

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოების საეპარქიო კრების განცხადება

2018 წლის 16 სექტემბერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში შედგა სამღვდელოების საეპარქიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა – მარნეულისა დაჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).

საეპარქიო კრებამ მიმოიხილა ეპარქიაში არსებული ვითარება და სხვა მნიშვნელოვან საეპარქიო საკითხებთან ერთად შეეხო ქვეყანაში მინდინარე მოვლენებს,

რაზეც სამღვდელოების საეპარქიო კრებამ გამოხატა ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანის ერთგვარი ლეგალიზაცია, კულტივაცია და ექსპორტის მიზნით მისი რეალიზაცია დაუშვებელია ჩვენი საზოგადოებისათვის, რაც არ მოუტანს სიკეთეს ჩვენს მომავალ თაობებს და დამღუპველი იქნება ჩვენი ერის ცხოვრებისათვის,

შესაბამისად კრებამ ერთხმად გაიზიარა საქართველოს დედაქალაქში მცხეთა-თბილისის სამღვდელოებისა და მოსახლეობის საპროტესტო მსვლელობის იდეური მიდგომა საკითხისადმი და გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში საპროტესტო მუხტის უფრო ფართო მასშტაბში გამოვლენისათვის შეუერთდეს პროტესტის გამოხატვის ამგვარ ფორმას.

წყარო: მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია