ლიბერალიზმის დიქტატი საქართველოში

ლიბერალიზმის დიქტატი საქართველოში

“დადგება ჟამი, როდესაც სამყაროს ისეთი შეშლილობა დაეუფლება,
რომ შეშლილები გონიერებს უგუნურებად გამოაცხადებენ,
საკუთარ თავს კი – გონიერებად.”
წმ. ანტონი დიდი

საზოგადოების სახეს მისი ზნეობრივი და მორალური კატეგორიები ქმნიან. ჩვენი ხალხისთვის ამ სიკეთეების სათავე ქრისტიანული სწავლება გახლდათ, რამაც ძველი კოლხურ-იბერიული ხალხების ერთობა თვითმყოფად ქართველ ერად აქცია.

დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც მიმართულია ზოგადქრისტიანული მორალის წინააღმდეგ და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც სწორედ ამ გლობალური ანტიქრისტიანული ბრძოლის ნაწილია, რომლის მიზანიც ჩვენს ქვეყანაში სარწმუნოებისა და ზნეობის განადგურებაა, რაც საბოლოოდ ქართველ ერს გადაშენებასა და გაქრობას უქადის.

ამ ბრძოლაში ბოროტი ძალების მთავარ იარაღად, ერთგვარ სოლად, მამათმავლობა გვევლინება: სადაც კი ხდება ამ უბილწესი ცოდვის ქადაგება და დამკვიდრება, მას, როგორც ნიაღვარი, ყველა დანარჩენი სიბინძურეც ადვილად მოჰყვება – აბორტები, ნარკოტიკების თუ პროსტიტუციის ლეგალიზება, სექსუალური “განათლება”, ოჯახების რღვევა (იუვენალური იუსტიცია) და ა.შ.

ჩვენი საზოგადოების სამარცხვინოდ და საუბედუროდ, ოთხი წლის წინ უკვე მოხდა მართლმადიდებლური საქართველოსთვის აქამდე გაუგონარი რამ – ქვეყნის ხელისუფლებამ გადამთიელი პატრონების დაკვეთით და ეკლესიის და საზოგადოების მკაცრი პროტესტის მიუხედავად  ანტიდისკრიმინაციული კანონის  მიღებით მამათმავლობის სიბილწე დაგვიკანონა, რითაც ამ უსაძაგლეს ცოდვას გზა გაეხსნა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში – ბაღებიდან და სკოლებიდან დაწყებული ჯარით თუ პოლიციით დამთავრებული.

ამ საერთოქართულ ტრაგედიას, რომლის მასშტაბები და სიღრმე ჯერ ვერც კი გაგვიაზრებია, მოჰყვა ლოგიკური გაგრძელება და ხელისუფლებამ ახლა იუვენალური იუსტიცია (რომელსაც ევროპაში “იუვენალური ფაშიზმი” უწოდეს) მოგვახვია თავს, რაც მიზნად ისახავს ოჯახის ტრადიციული ყოფის მოშლას და ახალი რეალობის დამკვიდრებას, სადაც შვილებს მშობლებს უმხედრებენ და უპირისპირებენ.

და, აი, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ მორიგი აბსურდის წინაშე დავდექით:

უცხოეთიდან დაფინანსებულ-შეგულიანებული ნარკომოვაჭრეები, პოლიტიკურ-სექტანტური წარმონაქმნები და ნარკომანები გამოდიან და ნარკოტიკების ლეგალიზებას ითხოვენ! და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხელისუფლებისგან დათმობებსა და დაპირებებსაც კი იღებენ და ამ მოვლენების ფონზე ჩვენ უკვე ვხედავთ, თუ როგორ იწყებს დღეს ხელისუფლება ახლა უკვე ნარკოლეგალიზაციის გამართლებას, რათა ხვალ ნარკოტიკების დაკანონებაც მოახდინოს.

და რაღა რჩება ამ გენოციდის კალეიდოსკოპის დასაგვირგვინებლად?! რაღას უნდა ველოდოთ ამ კაცთმოძულე ლიბერალური ძალების მხრიდან?!

ალბათ მალე პროსტიტუციის დაკანონების მოთხოვნითაც გამოვა მავანი და ამას ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მორიგ წყაროდ წარმოგვიჩენს (აგერ უკვე გააჟღერა კიდეც ერთმა ეროვნული ფასეულობების მხარდაჭერასთან ასოცირებულმა პოლიტიკოსმა მარიხუანას და პროსტიტუციის ლეგალიზების შესაძლებლობა და, შემდგომ, ეს, თავის გასამართლებლად, ვითომ ხუმრობით და იუმორით შეფუთა. თუმცა ყველა, ვისაც “ოვერტონის ფანჯარის” შესახებ გაკვრით მაინც სმენია, კარგად მიხვდება რასთანაც გვაქვს საქმე).

დავით ლორთქიფანიძე
გიორგი ბაგალიშვილი

2018 წელი

ZNEOBA.GE